პირველყოფილი ადამიანები
დედამიწაზე ადამიანების გაჩენის ბევრი ვერსია არსებობს,”დაბადების” წიგნით დაწყებული და ადამიანის კოსმოსური წარმომავლობით (უცხოპლანეტელობით) დამთავრებული. ისმის კითხვა: ვინ ვართ ჩვენ? როდის დავსახლდით დედამიწაზე? და ა.შ.
ადამიანის წარმოშობის მეცნიერული ვერსია კაცობრიობის წინარეისტორიის დასახასიათებლად იყენებს ცნებას “პირველყოფილობა” ანუ “პირველყოფილი ეპოქა”.ის ადამიანის განვითარების იმ სტადიებს აღნიშნავს,რომლებიც წინ უძღოდა ისტორიული ხანის დადგომასა და უძველესი ცივილიზაციების წარმოშობას.მაშასადამე, პირველყოფილი ეპოქა, სულ მცირე,5-6 მილიონი წლის წინ დაიწყო.ამ დროიდან აფრიკის კონტინენტზე ბინადრობდნენ თანამედროვე ადამიანების უშორესი წინაპრები.
თანამედროვე მეცნიერებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ ადამიანი არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ არსებას – ის მაღალგანვითარებული რგოლია სიცოცხლის განვითარების ჯაჭვში.მეცნიერთა ხატოვანი გამოთქმით, ადამიანი სიცოცხლის მძლავრ ხეზე ყველაზე პატარა რტოა , და თუ სიცოცხლის ისტორიას 1 წლად წარმოვიდგენთ, ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ადამიანები 18 საათის წინ წარმოიშვნენ დედამიწაზე.
დაახლოებით 2 მლნ.წლის წინ გაჩნდა “პითეკანტროპი”, რომელსაც ასევე “მარჯვე ადამიანი”(ჰომო ჰაბილის) შეარქვეს.იგი გამოირჩეოდა იმით, რომ იყო კარგი მონადირე, ჰქონდა თანამშრობლობის, ორგანიზებისა და დაკვირვების უნარი. გარდატეხა მოხდა 30-40 ათასი წლის წინ. ჩამოყალიბება დაიწყო”გონიერმა ადამიანმა”(ჰომო საპიენს) , რომლის თანამედროვე სახე დღევანდელი ადამიანია. მეცნიერები განაგრძობენ არქეოლოგიურ კვლევებს და წლიდან წლამდე აფართოებენ ჩვენს წარმოდგენებს ადამიანის წარმოშობა-განვითარებაზე.ახლახან გაკეთდა აღმოჩენები საქართველოში, ესპანეთსა და ჩინეთში. ისინი გვაძლევენ იმ დასკვნების გაკეთების საშუალებას,რომ 1 მლნ.წელზე მეტი ხნის წინათ(საქართველოში ყველაზე ადრე – 1,8 მლნ. წლის წინათ) აფრიკიდან წამოსულმა “გამართულად მოსიარულე ადამიანმა” ევრაზიის კონტინენტის ათვისება დაიწყო.
ასეთი სახეები აღუდგინეს დმანისში ნაპოვნ ჰომინიდებს.იმის გამო,რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, მათ პირობითად მზია და ზეზვა დაარქვეს.
მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია მიგვიჩინეს ადგილი ბიოლოგიურ სისტემატიკაში, რომელიც ასე გამოიყურება :
კლასი-ძუძუმწოვრები
რიგი- პრიმატები
ოჯახი-ჰომინიდები
გვარი-ჰომო
სახეობა-ჰომო საპიენს-მოაზროვნე ადამიანი
და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი და ადამიანის მსგავსი მაიმუნების გენების 92-95% მსგავსი აღმოჩნდა,გვაქვს ერთნაირი სისხლის ჯგუფები და რეზუს ფაქტორი.
საქართველო უძველეს ხანაში.
1 ქვის ხანა
სამხრეთ კავკასიაში ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები უნდა ყოფილიყო პირველყოფილი ადამიანის ცხოვრებისათვის. დმასისში ჩატატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა პირველყოფილი ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტები, რომელიც უძველესია მთელს ევრაზიაში. იგი 1 600 000 - 1- 800 000 წლის წინამდელია.
პირველყოფილი ადამიანის ძირითადი იარაღი ქვა იყო . იგი იყენებდა ჯოხს და ძვლის ნატეხებსაც . კაცობრიობის ისტორიის იმ პერიოდს , როდესაც ძირითადი იარაღი ქვა იყო, ეწოდება ქვის ხანა. ქვის ხანა იყოფა სამ პერიოდად: პალეოლითი( ძველი ქვის ხანა ), მეზოლითი (შუა ქვის ხანა), ლეონითი ( ახალი ქვის ხანა). თავის მხრივ, პალეოლითი იყოფა: ქვედა, შუა და ზედა პალეოლითად.
ქვედა პალეოლითი ყველაზე ხანგრძლიოვი ხანაა. იმდროინდელი ნასახლარები საქართველოში მრავალგან არის აღმოჩენილი: დმანისში, კაცხში, ლაშებალთაში, ჭიქიანის მთაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია წოფის ნასახლარი. აღსანიშნავია , რომ ამ დროს ადამიანი იკავებს მაღალმთიან ზოლსაც. ზღვის დონიდან საკმაოდ მაღალა მდებარეობს კუდაროსა და წონას გამოქვაბული.
ბუნებრივია, ქვის მარტივი იარაღით აღჭურვილი ადამიანი მარტო ვერ შეძლებდა
არსებობას. იმისთვის, რომ ეარსება, აუცილებელი იყო სხვა ადამიანებთან გაერთიანება.
პირველყოფილი ადამიანები პატარ-პატარა ჯგუფებად ცხოვრობდნენ, რომლებიც 20-30 კაცისგან შედგემოდა. ასე შეიქმნა პირველყოფილი ჯგუფი, რომლის ძირითადი საქმიანობა ნადირობა და შემგროვებლობა იყო, ქვისგან დამზადებული იარაღი კი- ძალიან მარტივი და პრიმიტიული: ხელცულები, საფხეკები, წვეტანები.
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ცეცხლის გამოყენებას. ცეცხლზე შემწვარი ხორცი ხელს უწყობდა ადამიანის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას.
ქვედა პალეოლითის ბოლოსა და ზედა პალეოლითის დასაწყისში, მომხდარი გლობალური გამყინვარების გამო, კავკასიაში საგრძნობლად აცივდა. გამყინვარებამ გავლენა იქონია ფლორაზე. შეიცვალა ადამიანის ცხოვრების პირობები. ჩვენი წინაპარი იძულებული გახდა დაეტოვებინა მაღალმთიანი ზოლი და საცხოვრებლად ბარის რაიონები აერჩია. უპირატესობა იმ ადილებს ენიჭებოდა, სადაც ბუნებრივი თავშესაფარი არსებობდა. ადამიანის სადგომები აღმოჩენილია დევის ხვრელში, საკაჟიაში, საგვარჯილეში, მღვიმევში და სხვ.
ზედა პალეოლიეთი დაიწყო 40-35 ათასი და დამთავრდა 12-10 ათასი წლის წინ. ამ დროს აღმოსავლეთ ამიერკავკასია გაცილებით უფრო სუსტად იყო ათვისებული. ადამიანი, ძირითადად, დასავლეთ საქარტველოში, უპირატესად, მდინარეების, რიონისა და ყვირილას აუზში ცხოვრობდა. იქ მრავლად არის ბუნებრივი გამოქვაბულები, რაც საცხოვრებლად გამოიყენებოდა.
თანდათან იხვეწებოდა ქვის დამუშავების ტექნიკა. ჩნდებოდა ახალი იარაღები: საფხეკები, საჭრისები, დანები, ფართოდ გამოიყენებოდა ძვლის და რქის იარარები. იარაღები მზადდებოდა ოფსიდიანისაგანაც.
თავად ადამიანის საზოგადოებრივი ცხოვრების წესიც იცვლებოდა. იქმნება ადამიანთა უფრო მყარი გაერთიანებები და იკვეთება ის ერთადერთი ნიშანი, რომლის მიხედვითაც ხდება გაერთიანება. ეს არის სისხლით ნათესაობა. ერთიანდებიან ნათესავები, ერთი გვარის წამომადგენლები. პირველყოფილი ჯოგი ადგილს უთმობს გვაროვნულ თემს. გვარში წამყვანი როლი ქალს ეკუთვნოდა და ნათესაობაც დედის მხრიდან გადადიოდა. ამას განაპირობებდა რამდენიმე მიზეზი: ოჯახის არარსებობა, შემგროვებლურ მეურნეობაში ქალის წამყვანი როლი. სანადიროდ წასული მამაკაცები შეიძლება რამდენიმე დღეს არ დაბრუნებულიყვნენ. ამ დროს ყველაფერს ქალები აკეთებდნენ. მათი საქმიანობა უფრო შემოსავლიანი იყო, რადგან ტყეში ნაყოფის მოძებნა ყოველთვის შეიძლებოდა, ნადირობისას კი მამაკაცს შეიძლებოდა ხელი მოსცარვოდა. კაცობრიობის ისტორიაში ამ პერიოდს მატრიარქატი ანუ დედამთავრული გვარი ეწოდება.
უკვე პალეოლითის ხანაში ჩნდება პირველი რელიგიური წარმოდგენები. ისინი ძალიან მარტივი იყო და ძირითადად ბუნებრივ მოვლენებს უკავშირდებოდა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ კავკასიაში გავრცელებული იყო ე. წ ,,დათვის კულტი’’. შენიშნულია, რომ ზოგიერთ გამოქვაბულში დათვის თავის ქალები საგანგებოდ გამორჩეულ ადგილებზე ელაგა. ამავე პეროდში ჩაისახა ხელოვნებაც. ადამიანი იწყებს პრიმიტიულ ხატვას, ძერწვას.
ზედა პალეოლითის შემდეგ იწყება მეზოლითის ხანა, რომელიც 8-6 ათასი წლის წინ დამთავრდა. მეზოლითის დროს ყალიბდება ის გეოგრაფიული გარემო და ლანდშაფტი, რომელიც დღეს არსებობს. კავკასიაში იწყება დათბობა, რაც ხელს უწყობდა ადამიანის განსახლების არეალის გაფართოებას, კვლავ მიმდინარეობდა მთის ზოლის ათვისება.
მეზოლითის აგრძელებს ნეოლითის ხანა. სწორედ ამ დროს ხდება უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ადამიანის ცხოვრების წესში. იწყება მწარმოებლური მეურნეობის განვითარება, საფუძველი ეყრება მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას. ადმიანი უკვე მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი ხდება საკვებით და აღარ არის დამოკიდებული შემთხვევითობაზე.
მიწას ამუშავებენ ქვის თოხით, ხის საჩიჩქნით, რქით. მოსავლის აღებისას იყენებენ კაჟისაგან დამზადებულ ნამგლის პირებს. სავარაუდოა, რომ ძირითადი მარცვლეული კულტურა იმ დროისათვის ფეტვია. მოჰყავდათ ხორბალი და ქერიც. მიწათმოქმედების განვითარება თავისთავად მოითხოვდა ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლას. გაჩნდა სოფლის ტიპის სამოსახლოები. იწყება პრიმიტიული საცხოვრებლების აგება. კიდევ უფრო უმჯობესდება ქვის დამუშავება. შესაძლებელი ხდება ქვის გახვრეტა, გახერხვა, გაპრიალება და გახეხვა. საფუძველი ეყრება მეთუნეობას. განსაკუთრებით ვითარდება ეს დარგი სამეთუნეო დაზგის გამოგონების შემდეგ. სულ უფრო ფართოდ გამოიყენება თიხისაგან დამზადებული ჭურჭელი. ადამიანმა ისწავლა რთვა და ქსოვა.
მეურნეობის განვითარება და საარსებო პირობების გაუმჯობესება იწვევდა მოსახლეობის რაოდენობრივ ზრდას. ადამიანი სულ უფრო მეტ ტერიტორიაზე სახლდებოდა.
ნეოლითურ ხანის ძეგლები, ძირითადად, დასავლეთ საქართველოშია აღმოჩენილი. კერძოდ, ასეთი ძეგლები გვხვდება: ხუცუბანში, ანასეულში, ქობულეთში, თეთრამიწაში. აღმოსავლეთ საქართველოში ადამიანი ინტენსიურად სახლდება ნეოლითის ბოლო ეტაპზე, როდესაც იწყება ადრესამიწათმოქმედო კულტურის განვითარება.

![]() |

No comments:
Post a Comment