Friday, January 29, 2016

საქართველოს კურორტები

  1. ბაკურიანი
    ბაკურიანი მსოფლიოს სამთო კურორტებს შორის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია. იგი საქართველოში, ბორჯომის ხეობაში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდზე, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე (5.576 ფუტზე) მდებარეობს. ბაკურიანის მშვენებაა კოხტაგორა (2155 მ), საიდანაც კავკასიონის ქედის მწვერვალები მოჩანს.
    ბაკურიანში დასვენება წლის ყველა დროს სასარგებლო და საინტერესოა: ტყიანი მთები, მინერალური წყაროები, ბორჯომის ულამაზესი ხეობის ბუნებისა თუ კულტურის ძეგლებისაკენ მიმავალი უნიკალური ტურისტული მარშრუტები – ჩვენი ჯანმრთელობისა და კარგ განწყობის საწინდარია.
    ადით კოხტაგორაზე საბაგირო გზით. კოხტადან თქვენს თვალწინ კავკასიონის ქედი გადაიშლება. ფერთა ფესტივალი, ცისფერი სივრცე და მთების ჯაჭვი – შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე – იხილეთ ბაკურიანის ეს საოცრება მოწმენდილ ამინდში!
  2. გუდაური

    გუდაური — სამთო-სათხილამურო კურორტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე,თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 2196 მ სიმაღლეზე
    დეკემბერ-აპრილში თოვლის სისქე 2 მეტრს აღწევს. 
    არანაკლებ საინტერესოა გუდაური ზაფხულში: გრილი მთის ჰაერი, ხელუხლებელი ბუნება, ექსკურსიები ვერტმფრენით, ლაშქრობები, გასეირნება ცხენით, თევზაობა მთის მდინარეებზე, რაფტინგი და ა.შ.
    პირველი კეთილმოწყობილი სასტუმრო გუდაურში 1988 წელს აშენდა (თავდაპირველად სასტუმრო "მარკო პოლო", ამჟამად "გუდაური"). ამავე პერიოდში შეიქნა საბაგირო გზა (Dopelmayer), რამაც განაპირობა კურორტის შემდგომი განვითარება. დღესდღეობით მოქმედ სამ და ოთხ ადგილიან საწეველებს მოთხილამურეები 2000 მეტრიდან 3006 მ. სიმაღლეზე აჰყავს (მთა კუდებზე). ამჟამად სულ 4 საწეველა ფუნქციონირებს. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 16 კმ-ს შეადგენს.
  3. გომარდული

    სამთო კურორტი გომარდული მდებარეობს შუახევის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1450 მეტრის სიმაღლეზე. სოფელ გომარდულში არის სამთო-სათხილამურო სკოლა. კურორტზე სათხილამურო სპორტის მოყვარულებისთვის 300-მეტრიანი საბაგირო გზა ფუნქციონირებს.

  4. გრიგოლეთი

    გრიგოლეთი ერთ-ერთია გურიის საზღვაო ზოლის კურორტებიდან. მისი ტერიტორია დაფარულია მრავალწლოვანი ფიჭვნარით, ზღვის სანაპირო ზოლი წარმოადგენს სამკურნალო თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშის პლაჟს, რომელიც გამოირჩევა ბალნეოლოგიური თვისებებით ძვლების და სახსრების გასაკაჟებლად ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის. სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს ტბა გრიგოლეთი.
  5. ქობულეთი
    აჭარის ზღვის კლიმატური კურორტებისგან განსაკუთრებული მიკროკლიმატით გამოირჩევა კურორტი ქობულეთი, რომელიც მდებარეობს აჭარა-ახალციხის მთიანეთის სამხრეთ-დასავლეთით, კოლხეთის დაბლობზე, ქ. ბათუმიდან 25 კმ.-ის დაშორებით. იგი საქართველოს შავიზღვისპირეთის კურორტებიდან ყველაზე ახლოს მდებარეობს ზღვასთან და ზღვის დონიდან მხოლოდ 3-4 მეტრის სიმაღლეზეა განლაგებული. კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია შავი ზღვის თბილი და ტენიანი კლიმატი. მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მისაღებად აქ ერთმანეთთანაა
    შეთავსებული თალასოთერაპია და სხვა სამკურნალო პროცედურები.
    კურორტი ქობულეთი საქართველოს შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია. დამსვენებლებს იზიდავს მისი საყოველთაოდ ცნობილი წვრილქვიშიანი მრავალკილომეტრიანი პლიაჟი, რომელიც ძალიან მოსახერხებელია მზის აბაზანების მისაღებად. ქობულეთის მშვენებაა ზღვისპირა პარკი, რომელშიც თქვენ გაერთობით სპორტულ მოედნებზე, საზაფხულო კაფე-ბარებში, ბუნგალოებსა და დისკო-კლუბებში.
  6. ურეკი
    დაბა ურეკი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე. ის დიდი მნიშვნელობის ზღვის კლიმატური კურორტია.
    ჰავა არის ზღვის სუბტროპიკული, აქ იცის თბილი უთოვლო ზამთარი და ცხელი ზაფხული.
    ზღვის სიღრმე დიდ მანძილზე მცირეა, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია პატარა ბავშვებისათვის. ამ კურორტის პლაჟის ქვიშა შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნეტიტის ნაწილაკებს. ურეკის მიდამოებში აღინიშნება მომატებული მაგნიტური ველი, რაც ბუნებრივ საკურორტო ფაქტორად არის მიჩნეული.
    ურეკში საზაფხულო სეზონი ივნისის თვიდან იწყება და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება.
  7. ბახმარო
    ბახმარო ზღვის დონიდან 2,050 მეტრის სიმაღლეზეა მდებარეობს,მაღალი მთების კალთებიდან მოჩანს მთელი გურია,იმერეთი ნაწილი,ნახევარი სამეგრელო და აფხაზეთი მთელი შავი ზღვა .კურორტი ბახმარო რესპუბლიკური მნიშვნელობის კურორტია, საქართველოს კურორტებს შორის იგი ყველაზე მაღალია .კურორტი ჰავის პირობებზე ეკუთვნის მაღალი მთის კლიმატს სადაც დამატებით დიდი გავლენას ახდენს ფილტვების შავი ზღვის ჰავა ,კურორტის სამკურნალო ჩვენებანი გამოიხატება იმაში,რომ ის უდიდეს გავლენას ახდენს ფილტვების,პერიტონიტებით, მალარია მეორადი ანემიით დაავადებულებზე აქ დიდი რაოდენობით მატულობს სისხლის წითელი ბურთულების რიცხვი და ჰემოგლობინის რაოდენობა.
  8. ნუნისი
    გამაჯანსაღებელი და ბუნების სილამაზით სახელგანთქმული ბალნეოლოგიური კურორტი “სამთა ნუნისი” ბორჯომ–ხარაგაულის ტყე პარკის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში, ლიხის (სურამის) ქედის მთისწინეთში, ზღვის დონიდან 750მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ნუნისის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე. კურორტს კვეთს მდინარე ნუნისის წყალი. 
    ნუნისი ოდითგანვე ცნობილია სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური (ბალნეოლოგიური)წყლებით. აქ დასვენება განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც კანისა და ნერვულ ნიადაგზე გამოწვეული დაავადებები აწუხებთ. კურორტი არსებობს 1856 წლიდან. აქ შესაძლებელია ზვარეს მინერალური წყლის დალევაც. ზვარეს წყალი ასევე სამკურნალოა და ის დაბალ მჟავიანობას აბალანსებს.
    გაზაფხულზე, ფიჭვებისა და ნაძვების ყვავილობის დროს, ნუნისის ჰაერს საოცარი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. ამ დროს ნუნისის ჰავა განსაკუთრებით მარგებელია ფილტვებისა და ბრონქებისათვის. 
    კურორტ ნუნისში მიიღებთ ესთეტიურ თერაპიასაც. საოცარი ბუნება დაგამშვიდებთ და უფრო ჯანმრთელს გაგხდით.
  9. საირმე
    საირმე - წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეებით, მთის კლიმატით გამორჩეული და, რაც მთავარია, სამკურნალო, მინერალური და თერმული წყლის საბადოებით მდიდარი ბალნეოლოგიური კურორტი ქალაქ ქუთაისის სამხრეთით, ბაღდათის
    რაიონში, ზღვის დონიდან 950 მეტრზე. ის უკვე რამდენიმე ათეული წელია მიიჩნევა მნიშვნელოვან საკურორტო ზონად.

  10. შოვი
    შოვი მდებარეობს ზემო რაჭაში, ქალაქ ონიდან 25 კილომეტრის დაშორებით, ცად აწვდილი წიწვიანი ტყით, ალპური მდელოებით, მაღალი მთებითა და მუდამ ტოვლით დაფარული მყინვარებით გარშემორტყმულ ტაფობზე.
    ფიჭვნარი,სუფთა ჰაერი,სიმყუდროვე და ანკარა მთის მდინარეების ჩუხჩუხი დამამშვიდებლად მოქმედებს ადამიანზე.
    საქართველოს სხვა კურორტებთან შედარებით შოვი უფრო ახალგაზრდაა.
  11. ბორჯომი
    კურორტი ბორჯომი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ზღვის დონიდან 850 მ. იგი გარშემორტყმულია წიწვოვანი და შერეულფოთლოვანი ტყეებით., რის გამოც ზაფხული საკმაოდ გრილია.
    ბორჯომი ცნიბილია მსოფლიოში სახელგანთქმული მინერალური წყლით, რასაც დადებითი ეფექტი აქვს კუჭ-ნაწლავთა პროფილაქტიკის დროს.

  12. წყალტუბო

    წყალტუბო მრავალმხრივი კურორტია და განსაკუთრებით განთქმულია თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით.
    წყალტუბოს წყაროები სამკურნალო თვისებებით შეუდარებელია. წყალი ბუნებრივად თბილია (33-35C), თითქმის ადამიანის სხეულის ტემპერატურისაა და რა თქმა უნდა გამოიყენება გათბობის გარეშე. წყალტუბოს მინერალურ წყალს გააჩნია მაღალი სამკურნალო თვისებები, კურნავს სამოცამდე დაავადებას.
  13. აბასთუმანი
    აბასთუმანი ზომიერად მშრალი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება. 
    ხეობის თითქმის ვერტიკალურად აზიდული ფერდობები დაფარულია წიწვოვანი ტყით, სადაც დომინირებს ფიჭვი. ჰაერის ტემპერატურისა და ატმოსფერული წნევის მერყეობა აბასთუმანში სრულიად უმნიშვნელოა. დღისით არ ცხელა, საღამოს კი გრილა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 37°C, მინიმალური კი -32 C
    აბასთუმანში არსებული თერმული წყლების გამო იგი კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტად მიიჩნევა.
    აბასთუმნის მიდამოებში არსებობდა ძველი ისტორიული ციხე-ქალაქი ოძრხე, რომელიც ლეგენდარულ მამამთავარს ოძრახოსს აუშენებია. ოძრხემ XV საუკუნემდე იარსება, მას შემდეგ კი დაბად შემორჩა და მეზობლად მდებარე სოფლის - აბასთუმნის სახელი დაერქვა. ძველ ციხეთა ნანგრევების გარდა დღემდე აქ აღარაფერს მოუღწევია.
  14. ბეშუმი
    ბეშუმი" მთის კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია. მდებარეობს ხულოს რაიონში, ზღვის დონიდან 1930 მეტრზე, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე. მთავარი სამკურნალო ფაქტორია ჰაერის გამჭვირვალობა და უმნიშვნელო ტენიანობა, მზის ულტრაიისფერი სხივების სიუხვე, კარგი სასმელი და მინერალური წყლები, მდიდარი ბუნებრივი გარემო.


  15. სურამი
    ჰავის განსაკუთრებული თვისებების გამო, სურამი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია საქართველოს მასშტაბით 1926 წლიდან. ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი. სურამი გარშემორტყმულია ტყით, რაც სუფთა ჰაერის საწინდარია განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰავას ბავშვებისათვის აქვს, რომელთაც სასუნთქი გზების დაავადება აწუხებთ, აგრეთვე რეკომენდირებულია ტუბერკულიოზის სამკურნალოდ და ორგანიზმის იმუნიტეტის უნარის ასამაღლებლად.
    სურამი ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა დაბას გარშემო ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარეებიდა ბუჩქები აკრავს, წიწვოვანი მცენარეებიც უმრავლესობა ხელოვნურადაა გაშენებული

    პირველყოფილი ადამიანები

    პირველყოფილი ადამიანები

    დედამიწაზე ადამიანების გაჩენის ბევრი ვერსია არსებობს,”დაბადების” წიგნით დაწყებული და ადამიანის კოსმოსური წარმომავლობით (უცხოპლანეტელობით) დამთავრებული. ისმის კითხვა: ვინ ვართ ჩვენ? როდის დავსახლდით დედამიწაზე? და ა.შ.
    ადამიანის წარმოშობის მეცნიერული ვერსია კაცობრიობის წინარეისტორიის დასახასიათებლად იყენებს ცნებას “პირველყოფილობა” ანუ “პირველყოფილი ეპოქა”.ის ადამიანის განვითარების იმ სტადიებს აღნიშნავს,რომლებიც წინ უძღოდა ისტორიული ხანის დადგომასა და უძველესი ცივილიზაციების წარმოშობას.მაშასადამე, პირველყოფილი ეპოქა, სულ მცირე,5-6 მილიონი წლის წინ დაიწყო.ამ დროიდან აფრიკის კონტინენტზე ბინადრობდნენ თანამედროვე ადამიანების უშორესი წინაპრები.
    თანამედროვე მეცნიერებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ ადამიანი არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ არსებას – ის მაღალგანვითარებული რგოლია სიცოცხლის განვითარების ჯაჭვში.მეცნიერთა ხატოვანი გამოთქმით, ადამიანი სიცოცხლის მძლავრ ხეზე ყველაზე პატარა რტოა , და თუ სიცოცხლის ისტორიას 1 წლად წარმოვიდგენთ, ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ადამიანები 18 საათის წინ წარმოიშვნენ დედამიწაზე.

    დაახლოებით 2 მლნ.წლის წინ გაჩნდა “პითეკანტროპი”, რომელსაც ასევე “მარჯვე ადამიანი”(ჰომო ჰაბილის) შეარქვეს.იგი გამოირჩეოდა იმით, რომ იყო კარგი მონადირე, ჰქონდა თანამშრობლობის, ორგანიზებისა და დაკვირვების უნარი. გარდატეხა მოხდა 30-40 ათასი წლის წინ. ჩამოყალიბება დაიწყო”გონიერმა ადამიანმა”(ჰომო საპიენს) , რომლის თანამედროვე სახე დღევანდელი ადამიანია. მეცნიერები განაგრძობენ არქეოლოგიურ კვლევებს და წლიდან წლამდე აფართოებენ ჩვენს წარმოდგენებს ადამიანის წარმოშობა-განვითარებაზე.ახლახან გაკეთდა აღმოჩენები საქართველოში, ესპანეთსა და ჩინეთში. ისინი გვაძლევენ იმ დასკვნების გაკეთების საშუალებას,რომ 1 მლნ.წელზე მეტი ხნის წინათ(საქართველოში ყველაზე ადრე – 1,8 მლნ. წლის წინათ) აფრიკიდან წამოსულმა “გამართულად მოსიარულე ადამიანმა” ევრაზიის კონტინენტის ათვისება დაიწყო.

    ასეთი სახეები აღუდგინეს დმანისში ნაპოვნ ჰომინიდებს.იმის გამო,რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, მათ პირობითად მზია და ზეზვა დაარქვეს.

    მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია მიგვიჩინეს ადგილი ბიოლოგიურ სისტემატიკაში, რომელიც ასე გამოიყურება :
    კლასი-ძუძუმწოვრები
    რიგი- პრიმატები
    ოჯახი-ჰომინიდები
    გვარი-ჰომო
    სახეობა-ჰომო საპიენს-მოაზროვნე ადამიანი
    და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი და ადამიანის მსგავსი მაიმუნების გენების 92-95% მსგავსი აღმოჩნდა,გვაქვს ერთნაირი სისხლის ჯგუფები და რეზუს ფაქტორი.
                                           

                                                       საქართველო  უძველეს   ხანაში.


                                                                          1 ქვის  ხანა

    სამხრეთ  კავკასიაში  ხელსაყრელი  ბუნებრივი  პირობები უნდა  ყოფილიყო პირველყოფილი ადამიანის ცხოვრებისათვის. დმასისში  ჩატატარებული არქეოლოგიური  გათხრების  შედეგად  აღმოჩნდა  პირველყოფილი  ადამიანის  ჩონჩხის ფრაგმენტები, რომელიც უძველესია მთელს ევრაზიაში. იგი  1  600  000 - 1- 800  000 წლის  წინამდელია.

    პირველყოფილი  ადამიანის  ძირითადი  იარაღი ქვა იყო .  იგი  იყენებდა  ჯოხს  და   ძვლის ნატეხებსაც .  კაცობრიობის  ისტორიის  იმ პერიოდს , როდესაც  ძირითადი იარაღი  ქვა იყო, ეწოდება  ქვის  ხანა. ქვის ხანა  იყოფა   სამ  პერიოდად:  პალეოლითი( ძველი  ქვის  ხანა ), მეზოლითი (შუა ქვის  ხანა), ლეონითი ( ახალი ქვის  ხანა).  თავის მხრივ, პალეოლითი  იყოფა: ქვედა, შუა და ზედა  პალეოლითად.

    ქვედა  პალეოლითი   ყველაზე  ხანგრძლიოვი  ხანაა. იმდროინდელი  ნასახლარები საქართველოში  მრავალგან არის  აღმოჩენილი: დმანისში, კაცხში, ლაშებალთაში, ჭიქიანის მთაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია  წოფის   ნასახლარი.  აღსანიშნავია , რომ  ამ დროს  ადამიანი  იკავებს   მაღალმთიან  ზოლსაც.  ზღვის დონიდან  საკმაოდ  მაღალა მდებარეობს  კუდაროსა  და წონას  გამოქვაბული.

    ბუნებრივია, ქვის მარტივი  იარაღით  აღჭურვილი  ადამიანი   მარტო  ვერ  შეძლებდა
    არსებობას.  იმისთვის, რომ ეარსება, აუცილებელი იყო სხვა ადამიანებთან  გაერთიანება.
    პირველყოფილი  ადამიანები  პატარ-პატარა  ჯგუფებად ცხოვრობდნენ,  რომლებიც  20-30 კაცისგან  შედგემოდა.  ასე  შეიქმნა  პირველყოფილი ჯგუფი, რომლის ძირითადი საქმიანობა  ნადირობა  და შემგროვებლობა  იყო,  ქვისგან  დამზადებული  იარაღი  კი- ძალიან მარტივი და  პრიმიტიული: ხელცულები, საფხეკები, წვეტანები.




    დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ცეცხლის გამოყენებას.  ცეცხლზე შემწვარი ხორცი  ხელს უწყობდა ადამიანის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას.

    ქვედა პალეოლითის ბოლოსა და ზედა პალეოლითის დასაწყისში, მომხდარი გლობალური გამყინვარების გამო, კავკასიაში საგრძნობლად აცივდა. გამყინვარებამ გავლენა იქონია ფლორაზე. შეიცვალა ადამიანის ცხოვრების პირობები. ჩვენი წინაპარი იძულებული გახდა დაეტოვებინა მაღალმთიანი ზოლი და საცხოვრებლად ბარის რაიონები აერჩია. უპირატესობა იმ ადილებს ენიჭებოდა, სადაც ბუნებრივი თავშესაფარი არსებობდა. ადამიანის სადგომები აღმოჩენილია დევის ხვრელში, საკაჟიაში, საგვარჯილეში, მღვიმევში და სხვ.

    ზედა პალეოლიეთი დაიწყო 40-35 ათასი და დამთავრდა 12-10 ათასი წლის წინ. ამ დროს აღმოსავლეთ ამიერკავკასია გაცილებით უფრო სუსტად იყო ათვისებული. ადამიანი, ძირითადად, დასავლეთ საქარტველოში, უპირატესად, მდინარეების, რიონისა და ყვირილას აუზში ცხოვრობდა. იქ მრავლად არის ბუნებრივი გამოქვაბულები, რაც საცხოვრებლად გამოიყენებოდა.

    თანდათან იხვეწებოდა ქვის დამუშავების ტექნიკა. ჩნდებოდა ახალი იარაღები: საფხეკები, საჭრისები, დანები, ფართოდ გამოიყენებოდა ძვლის და რქის იარარები. იარაღები მზადდებოდა ოფსიდიანისაგანაც.

    თავად ადამიანის საზოგადოებრივი ცხოვრების წესიც იცვლებოდა. იქმნება ადამიანთა უფრო მყარი გაერთიანებები და იკვეთება ის ერთადერთი ნიშანი, რომლის მიხედვითაც ხდება გაერთიანება. ეს არის სისხლით ნათესაობა. ერთიანდებიან ნათესავები, ერთი გვარის წამომადგენლები. პირველყოფილი ჯოგი ადგილს უთმობს გვაროვნულ თემს. გვარში წამყვანი როლი ქალს ეკუთვნოდა და ნათესაობაც დედის მხრიდან გადადიოდა. ამას განაპირობებდა რამდენიმე მიზეზი: ოჯახის არარსებობა, შემგროვებლურ მეურნეობაში ქალის წამყვანი როლი. სანადიროდ წასული მამაკაცები შეიძლება რამდენიმე დღეს არ დაბრუნებულიყვნენ. ამ დროს ყველაფერს ქალები აკეთებდნენ. მათი საქმიანობა უფრო შემოსავლიანი იყო, რადგან ტყეში ნაყოფის მოძებნა ყოველთვის შეიძლებოდა, ნადირობისას კი მამაკაცს შეიძლებოდა ხელი მოსცარვოდა. კაცობრიობის ისტორიაში ამ პერიოდს მატრიარქატი ანუ დედამთავრული გვარი ეწოდება.

    უკვე პალეოლითის ხანაში ჩნდება პირველი რელიგიური წარმოდგენები. ისინი ძალიან მარტივი იყო და ძირითადად ბუნებრივ მოვლენებს უკავშირდებოდა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ კავკასიაში გავრცელებული იყო ე. წ ,,დათვის კულტი’’. შენიშნულია, რომ ზოგიერთ გამოქვაბულში დათვის თავის ქალები საგანგებოდ გამორჩეულ ადგილებზე ელაგა. ამავე პეროდში ჩაისახა ხელოვნებაც. ადამიანი იწყებს პრიმიტიულ ხატვას, ძერწვას.

    ზედა პალეოლითის შემდეგ იწყება მეზოლითის ხანა, რომელიც 8-6 ათასი წლის წინ დამთავრდა. მეზოლითის დროს ყალიბდება ის გეოგრაფიული გარემო და ლანდშაფტი, რომელიც დღეს არსებობს. კავკასიაში იწყება დათბობა, რაც ხელს უწყობდა ადამიანის განსახლების არეალის გაფართოებას, კვლავ მიმდინარეობდა მთის ზოლის ათვისება.

    მეზოლითის აგრძელებს ნეოლითის ხანა. სწორედ ამ დროს ხდება უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ადამიანის ცხოვრების წესში. იწყება მწარმოებლური მეურნეობის განვითარება, საფუძველი ეყრება მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას. ადმიანი უკვე მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი ხდება საკვებით და აღარ არის დამოკიდებული შემთხვევითობაზე.

    მიწას ამუშავებენ ქვის თოხით, ხის საჩიჩქნით, რქით. მოსავლის აღებისას იყენებენ კაჟისაგან დამზადებულ ნამგლის პირებს. სავარაუდოა, რომ ძირითადი მარცვლეული კულტურა იმ დროისათვის ფეტვია. მოჰყავდათ ხორბალი და ქერიც. მიწათმოქმედების განვითარება თავისთავად მოითხოვდა ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლას. გაჩნდა სოფლის ტიპის სამოსახლოები. იწყება პრიმიტიული საცხოვრებლების აგება. კიდევ უფრო უმჯობესდება ქვის დამუშავება. შესაძლებელი ხდება ქვის გახვრეტა, გახერხვა, გაპრიალება და გახეხვა. საფუძველი ეყრება მეთუნეობას. განსაკუთრებით ვითარდება ეს დარგი სამეთუნეო დაზგის გამოგონების შემდეგ. სულ უფრო ფართოდ გამოიყენება თიხისაგან დამზადებული ჭურჭელი. ადამიანმა ისწავლა რთვა და ქსოვა.

    მეურნეობის განვითარება და საარსებო პირობების გაუმჯობესება იწვევდა მოსახლეობის რაოდენობრივ ზრდას. ადამიანი სულ უფრო მეტ ტერიტორიაზე სახლდებოდა.

    ნეოლითურ ხანის ძეგლები, ძირითადად, დასავლეთ საქართველოშია აღმოჩენილი. კერძოდ, ასეთი ძეგლები გვხვდება: ხუცუბანში, ანასეულში, ქობულეთში, თეთრამიწაში. აღმოსავლეთ საქართველოში ადამიანი ინტენსიურად სახლდება ნეოლითის ბოლო ეტაპზე, როდესაც იწყება ადრესამიწათმოქმედო კულტურის განვითარება.
                                                                                                                                                                                             
                                                                                                                             

    2. ბრინჯაოს ხანა


    განვითარების გარკვეულ ეტაპზე ადამიანი ქვის იარაღის პარარელურად იწყებს ლითონის იარაღის გამოყენებას. პირველი ლითონი, რომლისგანაც ხდებოდა სხვადასხვა იარაღის დამზადება, იყო სპილენძი. სპილენძი შედარებით დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა. იგი რბილი ლითონია და ადვილად შეძლებოდა მისი გამოჭედვა. მართალია, სპილნეძისაგან დამზადებული იარაღი გაცილებით უფრო მოსახერხებელი იყო, ვიდრე ქვისაგან გაკეთებული, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში კვლავ ფართოდ გამოიყენებოდა ქვის იარაღი. იმ ხანას, როდესაც ერთდროულად გამოიყენებოდა ქვისა და სპილენძის იარაღი, ენეოლითის ხანა ეწოდება. საქართველოში იგი ძველი წელთაღრიცხვით V-IV ათასწლეულებს მოიცავს.



    ძველი წელთაღრიცხვის IV ათასწლეულის მეორე ნახევარში საქართველოში იწყება ბრინჯაოს ხანა. ბრინჯაო თვითნაბადი სახით ბუნებაში არ არსებობს. ის მიიღება სპილენძში სხვადასხვა ნივთიერებების (ანთიმონი, კალა, დარიშხანი) შერევით. სპილენძისაგან განსხვავებით, ბრინჯაოს იარაღი გაცილებით უფრო მაგარია. ბრინჯაოს ხანა იყოფა სამ პერიოდად: ადრე, შუა და გვიან ბრინჯაოს ხანად.


    ადრე ბრინჯაოსხანაში სამხრეთკავკასიაში დაწინაურდა მტკვარ-არაქსის კულტურა. განვითარების კიდევ უფრო მაღალ დონეს აღწევს მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, მეთუნეობა. როგორც ჩანს, ხელოსნობის ცალკე დარგად ყალიბდება მეტალურგია. ამ პერიოდის ნამოსახლარებზე აღმოჩენილია თხის ყალიბები, ქურის ნაშთები. საუძველი ეყრება გუთნურ მიწათმოქმედებას, მიწის დასამუშავებლად უკვე გამოიყენება გამწევი ძალა – ხარი. მოსავლის ასაღებად იხმარება ნამგალი. შედარებით უფრო გვიან ჩნდება ცხენი. ცხენის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს: იოლი ხდება შორ მანძილზე გადაადგილება, რაცთავის მხრივ ხელს შეუწყობსკავშირ-ურთიერთობების გაფართოებას. ცხენოსანი ჯარის გამოყენებაცვლის სამხედრო სტრატეგიასაც და სხვ. მეურნეობაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებები (მიწათმოქმედების განვითარება, მეტალურგიის დაწყება) აისახება საზოგადოებრივ ურთიერთობებზეც. ნელ-ნელა წინაურდება მამაკაცი. გვარში ახლა უკვე ის ასრულებს წამყვან როლს. მატრიარქატი ირღვევა და მის ადგილს პატრიარქატი (მამამთავრული გვარი) იკავებს.

    ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულის ბოლოს იწყება შუა ბრინჯაოს ხანა. ამ პერიოდის ნასახლარები აღმოჩენილია როგორც ბარში. ასევე მთის ზოლში. კიდევ უფრო ვითარდება მეტალურგია. ჩნდება უფრო მაგარი, კალიანი ბრინჯაოს ნივთები (მანამდე ძირითადად გავცელებული იყო დარიშხანიანი ბრინჯაო). კავკასიაში კალა არ მოიპოვებოდა და, სავარაუდოა, რომ ის სამხრეთიდან შემოჰქონდათ. განვითარების მაღალ დონეს აღწევს ოქრომჭედლობა. აღმოჩენილია ოქროსა და ვერცხლის მძივები, მილაკები. წნორის ყორღანში ნაპოვნია ლომის პატარა ოქროს ქანდაკება. ოქრომჭედლობის განვითარებას ხელს ისიც უწყობდა, რომ ოქრო ადგილობრივად მოიპოვებოდა და მისი შემოტანა საჭირო არ იყო.







    შუა ბრინჯაოს ხანაში დაწინაურდა თრიალეთის კულტურა. მისთვის დამახასიათებელია დიდი ყორღანების არსებობა. ყორღანების სიმაღლე 10 – 12 მეტრს, ხოლო დიამეტრი 100 მეტრამდე აღწევდა. ყორღანების ცენტრში მდებარეობდა დიდი დასაკრძალავიდარბაზი. ამ ტიპის ყორღანების აგება სამშენებლო ცოდნის საკმაოდ მაღალ დონეს მოითხოვდა. სავარაუდოა, რომ ამკულტურის წარმომადგენლები სამარხის აგებას დიდ დროსა და ენერგიას ახმარდნენ. დიდ ყორღნებში საზოგადოების რჩეულნი (ტომის ბელადები,ცალკეული გვარის წინამძღოლები) იკრძალებოდნენ. წესადიყო მირებული მიცვალებულის კრემაცია და შემდეგ ეტლით ან ხის სარეცელით დასაფლავება. ყორღანებში გვხდება მიცვალებულისთვის ჩატანებული სხვადასხვა ნივთი: ბრინჯაოს საბრძოლო იარაღები, კერამიკული ნაწარმი, ოქროსა და ვერცხლისაგან დამზადებული თასები, სასმისები. თრიალეთის ერთ-ერთ ყორღანში აღმოჩნდა ოქროს სასმისი, რომელიც გარედან შემკულია სარდიონისა და მინის თვლებით.  ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის პირველნახევარში იწყება გვიან ბრინჯაოს ხანა. ამ პერიოდში ვითარდება აღმოსავლეთ ქართული და დასავლეთ ქართული გვიან ბრინჯაოს ხანის კულტურა. საყოველთაოდ ცნობილია კოლხური ბრინჯაოს ცულები. ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის დასაწყისში კოლხური კულტურა თავისი განვითარების მწერვალს აღწევს. ნელ-ნელა ისახება რკინის მეტალურგიაც. რკინის ფართო გავრცელება ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნიდან იწყება.

    მეურნეობის წინსვლა და განვითარება გვაროვნულითემის დაშლას იწვევს. ცალკეულ ოჯახებს უკვე შესწევთ ძალა საკუთარ მეურნეობას დამოუკიდებლად გაუძღვნენ. გვარში ცხოვრება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს. ადამიანებს შეუძლიათ ცალკე გავიდნენდა თუნდაც სხვა გვარის ტერიტორიაზე დასახლდნენ. მათ აერთიანებთ უკვე არა იმდენად ნათესაობა, რამდენადაც მეზობლობა ანუ ტერიტორიული სიახლოვე. გვაროვნული თემი იცველბა სამეზობლო თემით. ამავე დროს ჩნდება კერძო საკუთრება.მეურნეობის განვითარებისმაღალი დონე საშუალებას იძლევა შეიქმნას ჭარბი პროდუქტი, რომლის გაცვლაც შეიძლება. სანამ ყველაფერი თემის საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, მისი წევრები თანასწორნი იყვნენ, რადგან მოქმედებდა თანასწორი განაწილების პრინციპი. კერძო საკუთრების წარმოშობა უკვე ბუნებრივად გულისხმობს უთანასწორობას: მოსახლეობის ნაწილი მდიდრდება, ნაწილი ღარიბდება. ღარიბი იძულებულია მდიდარს სთხოვოს დახმარება და სანაცვლოდ რაღაც შესთავაზოს. წინაურდება ტომის არისტოკრატია: ტომის ბელადი და მასთან დაახლოებული წრე, ქურუმები. ისინი იბრძვიან, რომ ბელადის არჩევითობა მემკვიდრეობითობით შეცვალონ. ხშირდება ტომთა შორის შეტაკებები. თუ ადრე გამარჯვებული ტომის წევრები ალაფს თანაბრად ინაწილებდნენ, ახლა ტომის არისტოკრატია უფრო მეტს იღებდა. ბრძოლაში აყვანილ ტყვეებს მონებად აქცევდნენ. ძლიერი ტომი სუსტს იმორჩილებდა და გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებდა. იქმნება ტომთა კავშირები.

    ქართული დამწერლობა

    ქართული დამწერლობა

    ქართული დამწერლობა — ანბანური დამწერლობა რომელსაც იყენებს ქართული ენა და მისი მონათესავე ქართველური ენები, ასევე დროგამოშვებით სხვა კავკასიური ენებიც (მათ შორის ოსური და აფხაზური ენები 1940-იან წლებში). თანამედროვე ქართულ ანბანს 33 ასო აქვს, ძველ ანბანში კი 38 ასო-ნიშანი იყო, რომელთაგან ხუთი თანამედროვე ქართულში აღარ გამოიყენება.
    ქართლის ცხოვრების თანახმად, ქართული დამწერლობა იბერიის პირველმა მეფემ ფარნავაზმა შექმნა.


    ქართული დამწერლობის შემოღების თარიღზე მიმანიშნებელი ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი წყარო არ არსებობს. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი მას ფარნავაზ I-ს მიაწერს, ძვ. წ. III საუკუნეში, თუმცა ამის დამადასტურებელი უფრო ადრინდელი საბუთი არ არის.[2] ქართული ლიტერატურის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლი „შუშანიკის წამება“[3] (V საუკუნე) მიანიშნებს, რომ მის დაწერამდე უნდა არსებულიყო განვითარებული წერილობითი კულტურა. ამასთან, პროფესორ რევაზ ბარამიძის მიერ 1990-იანი წლების დამდეგს დადასტურებულია, რომ „ქართლის ცხოვრებაში“ ჩართული „ცხოვრება ფარნავაზისი“ არის ფარნავაზის თანამედროვე ჟამთააღმწერლის მიერ შექმნილი თხზულება, თუმცა ეს ფაქტი ამ პერიოდში ქართული დამწერლობის არსებობას ვერ ადასტურებს.

    ბოლო დრომდე, არქეოლოგიური მონაცემებით ქართული ანბანის შექმნას ახ. წ. IV—V საუკუნეებს უკავშირებდნენ (დავათის სტელის ასომთავრული წარწერა (ახ. წ. IV საუკუნე) და ბოლნისის სიონისასომთავრული წარწერა (492—493 წწ)). აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის ხელმძღვანელობით ნეკრესში (კახეთი1
    990-იან და 2000—2003 წლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოპოვებული მასალები იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ქართული ანბანი უფრო ადრე უნდა ყოფილიყო შექმნილი.[4]
    1940 წელს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მცხეთა-არმაზში ნაპოვნია დამწერლობის რამდენიმე ანტიკური ძეგლი. წარწერები შესრულებულია ბერძნულ ენაზე. იქვეა უცნობ ალფავიტზე შესრულებული რამდენიმე ნიშანი, რომლებიც პავლე ინგოროყვას მოსაზრებით ქართული ასომთავრული დამწერლობის უძველესი ნუმუშები უნდა იყოს[5].

    არსებობს ქართული დამწერლობის შექმნის სომხური ისტორიული წყაროების გადმოცემაც, რომელიც სომხურ და ალბანურ ანბანებთან ერთად, ქართულის შექმნასაც V საუკუნის სომეხ ისტორიკოს მესროპ მაშტოცს მიაწერს. ეს ცნობა დაცულია V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, კორიუნის თხზულებაში ”მაშტოცის ცხოვრება და მოღვაწეობა”. ივანე ჯავახიშვილმა შეისწავლა კორიუნის ეს თხზულება, და დაასკვნა, რომ მესროპის მიერ ქართული ანბანის შექმნის ვერსია VI საუკუნის ჩანართია. ამასთან, V საუკუნის სომეხი ისტორიკოსი ლაზარი პარფელი მაშტოცს მხოლოდ სომხური ანბანის შემქმნელად მიიჩნევს.

    სომხურსა და ქართულ ანბანებს შორის მსგავსებებთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი სხვაობა არსებობს: ქართული და სომხური დამწერლობები შედგენილია ასოთა მიმდევრობის სხვადასხვა სისტემით — ქართული ანბანის პირველი ნაწილი ემთხვევა ბერძნული ანბანის ასოთა განლაგებას, ხოლო ქართულისთვის დამახასიათებელი ასოები ანბანის ბოლოშია თავმოყრილი (), სომხურ ანბანში კი, სომხური ენისთვის დამახასიათებელი ასოები ძირითად ანბანურ ასოებს შორის არის გაფანტული.[6] ამდენად, სომხური და ქართული ანბანების ასოთა რიგი ერთმანეთს არ ემთხვევა; განსხვავდება ასოთა სახელები და მათი რიცხვითი მნიშვნელობები, რომლებიც, რ. პატარიძის და ივ. ჯავახიშვილის აზრით, ქართული ანბანის სომხურიდან წარმოშობის შემთხვევაში ერთმანეთს დაემთხვეოდა.[7][8]მიუხედავად ამისა, ქართულ ასომთავრულსა და სომხურ ერკათაგირს შორ
    ის მართლაც არის დიდი მსგავსება გრაფიკაში. ერკათაგირიც ასომთავრულის მსგავსად ორ ხაზოვან სისტემაში იწერება და მისი ასო–ნიშნები ხაზებისა და წრეების (რკალების) კომბინაციითაა მიღებული. გარდა ერკათაგირისა, ქართულ ნუსხურს სტილისტურად და გრაფიკულად ჰგავს ერკათაგირის შემდგომი სახე — ბოლორგირი. ბოლორგირში, ისევე როგორც ქართულ ნუსხურში, ასოებს კუთხოვანი ფორმა აქვს, მარცხნიდან მარჯვნივაა დახრილი და ვერტიკალური ხაზები ჰორიზონტალურთან შედარებით სქელია. თუმცა, გრაფიკული და სტილისტური მსგავსებით მტკიცება მათ საერთო შემქმნელზე მხოლოდ ვარაუდია. ამ თეორიას ასუსტებს ბოლო დროს არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი ასომთავრულის უძველესი ნიმუშები, რომლებიც სავარაუდოდ გაცილებით ადრეულ ხანას განეკუთვნება (ნეკრესისა (ახ. წ. I ს) და დავათის (IV ს) წარწერები), ვიდრე თავად მესროპ მაშტოცის მოღვაწეობის ხანა (V ს).