- ბაკურიანი
ბაკურიანი მსოფლიოს სამთო კურორტებს შორის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია. იგი საქართველოში, ბორჯომის ხეობაში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდზე, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე (5.576 ფუტზე) მდებარეობს. ბაკურიანის მშვენებაა კოხტაგორა (2155 მ), საიდანაც კავკასიონის ქედის მწვერვალები მოჩანს.
ბაკურიანში დასვენება წლის ყველა დროს სასარგებლო და საინტერესოა: ტყიანი მთები, მინერალური წყაროები, ბორჯომის ულამაზესი ხეობის ბუნებისა თუ კულტურის ძეგლებისაკენ მიმავალი უნიკალური ტურისტული მარშრუტები – ჩვენი ჯანმრთელობისა და კარგ განწყობის საწინდარია.
ადით კოხტაგორაზე საბაგირო გზით. კოხტადან თქვენს თვალწინ კავკასიონის ქედი გადაიშლება. ფერთა ფესტივალი, ცისფერი სივრცე და მთების ჯაჭვი – შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე – იხილეთ ბაკურიანის ეს საოცრება მოწმენდილ ამინდში! - გუდაური
გუდაური — სამთო-სათხილამურო კურორტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე,თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 2196 მ სიმაღლეზე
დეკემბერ-აპრილში თოვლის სისქე 2 მეტრს აღწევს.
არანაკლებ საინტერესოა გუდაური ზაფხულში: გრილი მთის ჰაერი, ხელუხლებელი ბუნება, ექსკურსიები ვერტმფრენით, ლაშქრობები, გასეირნება ცხენით, თევზაობა მთის მდინარეებზე, რაფტინგი და ა.შ.
პირველი კეთილმოწყობილი სასტუმრო გუდაურში 1988 წელს აშენდა (თავდაპირველად სასტუმრო "მარკო პოლო", ამჟამად "გუდაური"). ამავე პერიოდში შეიქნა საბაგირო გზა (Dopelmayer), რამაც განაპირობა კურორტის შემდგომი განვითარება. დღესდღეობით მოქმედ სამ და ოთხ ადგილიან საწეველებს მოთხილამურეები 2000 მეტრიდან 3006 მ. სიმაღლეზე აჰყავს (მთა კუდებზე). ამჟამად სულ 4 საწეველა ფუნქციონირებს. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 16 კმ-ს შეადგენს. - გომარდული
სამთო კურორტი გომარდული მდებარეობს შუახევის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1450 მეტრის სიმაღლეზე. სოფელ გომარდულში არის სამთო-სათხილამურო სკოლა. კურორტზე სათხილამურო სპორტის მოყვარულებისთვის 300-მეტრიანი საბაგირო გზა ფუნქციონირებს. - გრიგოლეთი
გრიგოლეთი ერთ-ერთია გურიის საზღვაო ზოლის კურორტებიდან. მისი ტერიტორია დაფარულია მრავალწლოვანი ფიჭვნარით, ზღვის სანაპირო ზოლი წარმოადგენს სამკურნალო თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშის პლაჟს, რომელიც გამოირჩევა ბალნეოლოგიური თვისებებით ძვლების და სახსრების გასაკაჟებლად ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის. სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს ტბა გრიგოლეთი. - ქობულეთი
აჭარის ზღვის კლიმატური კურორტებისგან განსაკუთრებული მიკროკლიმატით გამოირჩევა კურორტი ქობულეთი, რომელიც მდებარეობს აჭარა-ახალციხის მთიანეთის სამხრეთ-დასავლეთით, კოლხეთის დაბლობზე, ქ. ბათუმიდან 25 კმ.-ის დაშორებით. იგი საქართველოს შავიზღვისპირეთის კურორტებიდან ყველაზე ახლოს მდებარეობს ზღვასთან და ზღვის დონიდან მხოლოდ 3-4 მეტრის სიმაღლეზეა განლაგებული. კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია შავი ზღვის თბილი და ტენიანი კლიმატი. მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მისაღებად აქ ერთმანეთთანაა
შეთავსებული თალასოთერაპია და სხვა სამკურნალო პროცედურები.
კურორტი ქობულეთი საქართველოს შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია. დამსვენებლებს იზიდავს მისი საყოველთაოდ ცნობილი წვრილქვიშიანი მრავალკილომეტრიანი პლიაჟი, რომელიც ძალიან მოსახერხებელია მზის აბაზანების მისაღებად. ქობულეთის მშვენებაა ზღვისპირა პარკი, რომელშიც თქვენ გაერთობით სპორტულ მოედნებზე, საზაფხულო კაფე-ბარებში, ბუნგალოებსა და დისკო-კლუბებში. - ურეკი
დაბა ურეკი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე. ის დიდი მნიშვნელობის ზღვის კლიმატური კურორტია.
ჰავა არის ზღვის სუბტროპიკული, აქ იცის თბილი უთოვლო ზამთარი და ცხელი ზაფხული.
ზღვის სიღრმე დიდ მანძილზე მცირეა, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია პატარა ბავშვებისათვის. ამ კურორტის პლაჟის ქვიშა შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნეტიტის ნაწილაკებს. ურეკის მიდამოებში აღინიშნება მომატებული მაგნიტური ველი, რაც ბუნებრივ საკურორტო ფაქტორად არის მიჩნეული.
ურეკში საზაფხულო სეზონი ივნისის თვიდან იწყება და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. - ბახმარო
ბახმარო ზღვის დონიდან 2,050 მეტრის სიმაღლეზეა მდებარეობს,მაღალი მთების კალთებიდან მოჩანს მთელი გურია,იმერეთი ნაწილი,ნახევარი სამეგრელო და აფხაზეთი მთელი შავი ზღვა .კურორტი ბახმარო რესპუბლიკური მნიშვნელობის კურორტია, საქართველოს კურორტებს შორის იგი ყველაზე მაღალია .კურორტი ჰავის პირობებზე ეკუთვნის მაღალი მთის კლიმატს სადაც დამატებით დიდი გავლენას ახდენს ფილტვების შავი ზღვის ჰავა ,კურორტის სამკურნალო ჩვენებანი გამოიხატება იმაში,რომ ის უდიდეს გავლენას ახდენს ფილტვების,პერიტონიტებით, მალარია მეორადი ანემიით დაავადებულებზე აქ დიდი რაოდენობით მატულობს სისხლის წითელი ბურთულების რიცხვი და ჰემოგლობინის რაოდენობა.
- ნუნისი
გამაჯანსაღებელი და ბუნების სილამაზით სახელგანთქმული ბალნეოლოგიური კურორტი “სამთა ნუნისი” ბორჯომ–ხარაგაულის ტყე პარკის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში, ლიხის (სურამის) ქედის მთისწინეთში, ზღვის დონიდან 750მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ნუნისის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე. კურორტს კვეთს მდინარე ნუნისის წყალი.
ნუნისი ოდითგანვე ცნობილია სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური (ბალნეოლოგიური)წყლებით. აქ დასვენება განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც კანისა და ნერვულ ნიადაგზე გამოწვეული დაავადებები აწუხებთ. კურორტი არსებობს 1856 წლიდან. აქ შესაძლებელია ზვარეს მინერალური წყლის დალევაც. ზვარეს წყალი ასევე სამკურნალოა და ის დაბალ მჟავიანობას აბალანსებს.
გაზაფხულზე, ფიჭვებისა და ნაძვების ყვავილობის დროს, ნუნისის ჰაერს საოცარი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. ამ დროს ნუნისის ჰავა განსაკუთრებით მარგებელია ფილტვებისა და ბრონქებისათვის.
კურორტ ნუნისში მიიღებთ ესთეტიურ თერაპიასაც. საოცარი ბუნება დაგამშვიდებთ და უფრო ჯანმრთელს გაგხდით. - საირმე
საირმე - წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეებით, მთის კლიმატით გამორჩეული და, რაც მთავარია, სამკურნალო, მინერალური და თერმული წყლის საბადოებით მდიდარი ბალნეოლოგიური კურორტი ქალაქ ქუთაისის სამხრეთით, ბაღდათის
რაიონში, ზღვის დონიდან 950 მეტრზე. ის უკვე რამდენიმე ათეული წელია მიიჩნევა მნიშვნელოვან საკურორტო ზონად. - შოვი
შოვი მდებარეობს ზემო რაჭაში, ქალაქ ონიდან 25 კილომეტრის დაშორებით, ცად აწვდილი წიწვიანი ტყით, ალპური მდელოებით, მაღალი მთებითა და მუდამ ტოვლით დაფარული მყინვარებით გარშემორტყმულ ტაფობზე.
ფიჭვნარი,სუფთა ჰაერი,სიმყუდროვე და ანკარა მთის მდინარეების ჩუხჩუხი დამამშვიდებლად მოქმედებს ადამიანზე.
საქართველოს სხვა კურორტებთან შედარებით შოვი უფრო ახალგაზრდაა. - ბორჯომი
კურორტი ბორჯომი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ზღვის დონიდან 850 მ. იგი გარშემორტყმულია წიწვოვანი და შერეულფოთლოვანი ტყეებით., რის გამოც ზაფხული საკმაოდ გრილია.
ბორჯომი ცნიბილია მსოფლიოში სახელგანთქმული მინერალური წყლით, რასაც დადებითი ეფექტი აქვს კუჭ-ნაწლავთა პროფილაქტიკის დროს. - წყალტუბო
წყალტუბო მრავალმხრივი კურორტია და განსაკუთრებით განთქმულია თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით.
წყალტუბოს წყაროები სამკურნალო თვისებებით შეუდარებელია. წყალი ბუნებრივად თბილია (33-35C), თითქმის ადამიანის სხეულის ტემპერატურისაა და რა თქმა უნდა გამოიყენება გათბობის გარეშე. წყალტუბოს მინერალურ წყალს გააჩნია მაღალი სამკურნალო თვისებები, კურნავს სამოცამდე დაავადებას. - აბასთუმანი
აბასთუმანი ზომიერად მშრალი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება.
ხეობის თითქმის ვერტიკალურად აზიდული ფერდობები დაფარულია წიწვოვანი ტყით, სადაც დომინირებს ფიჭვი. ჰაერის ტემპერატურისა და ატმოსფერული წნევის მერყეობა აბასთუმანში სრულიად უმნიშვნელოა. დღისით არ ცხელა, საღამოს კი გრილა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 37°C, მინიმალური კი -32 C
აბასთუმანში არსებული თერმული წყლების გამო იგი კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტად მიიჩნევა.
აბასთუმნის მიდამოებში არსებობდა ძველი ისტორიული ციხე-ქალაქი ოძრხე, რომელიც ლეგენდარულ მამამთავარს ოძრახოსს აუშენებია. ოძრხემ XV საუკუნემდე იარსება, მას შემდეგ კი დაბად შემორჩა და მეზობლად მდებარე სოფლის - აბასთუმნის სახელი დაერქვა. ძველ ციხეთა ნანგრევების გარდა დღემდე აქ აღარაფერს მოუღწევია. - ბეშუმი
ბეშუმი" მთის კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია. მდებარეობს ხულოს რაიონში, ზღვის დონიდან 1930 მეტრზე, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე. მთავარი სამკურნალო ფაქტორია ჰაერის გამჭვირვალობა და უმნიშვნელო ტენიანობა, მზის ულტრაიისფერი სხივების სიუხვე, კარგი სასმელი და მინერალური წყლები, მდიდარი ბუნებრივი გარემო.
- სურამი
ჰავის განსაკუთრებული თვისებების გამო, სურამი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია საქართველოს მასშტაბით 1926 წლიდან. ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი. სურამი გარშემორტყმულია ტყით, რაც სუფთა ჰაერის საწინდარია განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰავას ბავშვებისათვის აქვს, რომელთაც სასუნთქი გზების დაავადება აწუხებთ, აგრეთვე რეკომენდირებულია ტუბერკულიოზის სამკურნალოდ და ორგანიზმის იმუნიტეტის უნარის ასამაღლებლად.
სურამი ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა დაბას გარშემო ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარეებიდა ბუჩქები აკრავს, წიწვოვანი მცენარეებიც უმრავლესობა ხელოვნურადაა გაშენებული
ეთის ბლოგი
Friday, January 29, 2016
საქართველოს კურორტები
პირველყოფილი ადამიანები
პირველყოფილი ადამიანები
დედამიწაზე ადამიანების გაჩენის ბევრი ვერსია არსებობს,”დაბადების” წიგნით დაწყებული და ადამიანის კოსმოსური წარმომავლობით (უცხოპლანეტელობით) დამთავრებული. ისმის კითხვა: ვინ ვართ ჩვენ? როდის დავსახლდით დედამიწაზე? და ა.შ.
ადამიანის წარმოშობის მეცნიერული ვერსია კაცობრიობის წინარეისტორიის დასახასიათებლად იყენებს ცნებას “პირველყოფილობა” ანუ “პირველყოფილი ეპოქა”.ის ადამიანის განვითარების იმ სტადიებს აღნიშნავს,რომლებიც წინ უძღოდა ისტორიული ხანის დადგომასა და უძველესი ცივილიზაციების წარმოშობას.მაშასადამე, პირველყოფილი ეპოქა, სულ მცირე,5-6 მილიონი წლის წინ დაიწყო.ამ დროიდან აფრიკის კონტინენტზე ბინადრობდნენ თანამედროვე ადამიანების უშორესი წინაპრები.
თანამედროვე მეცნიერებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ ადამიანი არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ არსებას – ის მაღალგანვითარებული რგოლია სიცოცხლის განვითარების ჯაჭვში.მეცნიერთა ხატოვანი გამოთქმით, ადამიანი სიცოცხლის მძლავრ ხეზე ყველაზე პატარა რტოა , და თუ სიცოცხლის ისტორიას 1 წლად წარმოვიდგენთ, ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ადამიანები 18 საათის წინ წარმოიშვნენ დედამიწაზე.
დაახლოებით 2 მლნ.წლის წინ გაჩნდა “პითეკანტროპი”, რომელსაც ასევე “მარჯვე ადამიანი”(ჰომო ჰაბილის) შეარქვეს.იგი გამოირჩეოდა იმით, რომ იყო კარგი მონადირე, ჰქონდა თანამშრობლობის, ორგანიზებისა და დაკვირვების უნარი. გარდატეხა მოხდა 30-40 ათასი წლის წინ. ჩამოყალიბება დაიწყო”გონიერმა ადამიანმა”(ჰომო საპიენს) , რომლის თანამედროვე სახე დღევანდელი ადამიანია. მეცნიერები განაგრძობენ არქეოლოგიურ კვლევებს და წლიდან წლამდე აფართოებენ ჩვენს წარმოდგენებს ადამიანის წარმოშობა-განვითარებაზე.ახლახან გაკეთდა აღმოჩენები საქართველოში, ესპანეთსა და ჩინეთში. ისინი გვაძლევენ იმ დასკვნების გაკეთების საშუალებას,რომ 1 მლნ.წელზე მეტი ხნის წინათ(საქართველოში ყველაზე ადრე – 1,8 მლნ. წლის წინათ) აფრიკიდან წამოსულმა “გამართულად მოსიარულე ადამიანმა” ევრაზიის კონტინენტის ათვისება დაიწყო.
ასეთი სახეები აღუდგინეს დმანისში ნაპოვნ ჰომინიდებს.იმის გამო,რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, მათ პირობითად მზია და ზეზვა დაარქვეს.
მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია მიგვიჩინეს ადგილი ბიოლოგიურ სისტემატიკაში, რომელიც ასე გამოიყურება :
კლასი-ძუძუმწოვრები
რიგი- პრიმატები
ოჯახი-ჰომინიდები
გვარი-ჰომო
სახეობა-ჰომო საპიენს-მოაზროვნე ადამიანი
და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი და ადამიანის მსგავსი მაიმუნების გენების 92-95% მსგავსი აღმოჩნდა,გვაქვს ერთნაირი სისხლის ჯგუფები და რეზუს ფაქტორი.
საქართველო უძველეს ხანაში.
1 ქვის ხანა
სამხრეთ კავკასიაში ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები უნდა ყოფილიყო პირველყოფილი ადამიანის ცხოვრებისათვის. დმასისში ჩატატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა პირველყოფილი ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტები, რომელიც უძველესია მთელს ევრაზიაში. იგი 1 600 000 - 1- 800 000 წლის წინამდელია.
პირველყოფილი ადამიანის ძირითადი იარაღი ქვა იყო . იგი იყენებდა ჯოხს და ძვლის ნატეხებსაც . კაცობრიობის ისტორიის იმ პერიოდს , როდესაც ძირითადი იარაღი ქვა იყო, ეწოდება ქვის ხანა. ქვის ხანა იყოფა სამ პერიოდად: პალეოლითი( ძველი ქვის ხანა ), მეზოლითი (შუა ქვის ხანა), ლეონითი ( ახალი ქვის ხანა). თავის მხრივ, პალეოლითი იყოფა: ქვედა, შუა და ზედა პალეოლითად.
ქვედა პალეოლითი ყველაზე ხანგრძლიოვი ხანაა. იმდროინდელი ნასახლარები საქართველოში მრავალგან არის აღმოჩენილი: დმანისში, კაცხში, ლაშებალთაში, ჭიქიანის მთაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია წოფის ნასახლარი. აღსანიშნავია , რომ ამ დროს ადამიანი იკავებს მაღალმთიან ზოლსაც. ზღვის დონიდან საკმაოდ მაღალა მდებარეობს კუდაროსა და წონას გამოქვაბული.
ბუნებრივია, ქვის მარტივი იარაღით აღჭურვილი ადამიანი მარტო ვერ შეძლებდა
არსებობას. იმისთვის, რომ ეარსება, აუცილებელი იყო სხვა ადამიანებთან გაერთიანება.
პირველყოფილი ადამიანები პატარ-პატარა ჯგუფებად ცხოვრობდნენ, რომლებიც 20-30 კაცისგან შედგემოდა. ასე შეიქმნა პირველყოფილი ჯგუფი, რომლის ძირითადი საქმიანობა ნადირობა და შემგროვებლობა იყო, ქვისგან დამზადებული იარაღი კი- ძალიან მარტივი და პრიმიტიული: ხელცულები, საფხეკები, წვეტანები.
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ცეცხლის გამოყენებას. ცეცხლზე შემწვარი ხორცი ხელს უწყობდა ადამიანის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას.
ქვედა პალეოლითის ბოლოსა და ზედა პალეოლითის დასაწყისში, მომხდარი გლობალური გამყინვარების გამო, კავკასიაში საგრძნობლად აცივდა. გამყინვარებამ გავლენა იქონია ფლორაზე. შეიცვალა ადამიანის ცხოვრების პირობები. ჩვენი წინაპარი იძულებული გახდა დაეტოვებინა მაღალმთიანი ზოლი და საცხოვრებლად ბარის რაიონები აერჩია. უპირატესობა იმ ადილებს ენიჭებოდა, სადაც ბუნებრივი თავშესაფარი არსებობდა. ადამიანის სადგომები აღმოჩენილია დევის ხვრელში, საკაჟიაში, საგვარჯილეში, მღვიმევში და სხვ.
ზედა პალეოლიეთი დაიწყო 40-35 ათასი და დამთავრდა 12-10 ათასი წლის წინ. ამ დროს აღმოსავლეთ ამიერკავკასია გაცილებით უფრო სუსტად იყო ათვისებული. ადამიანი, ძირითადად, დასავლეთ საქარტველოში, უპირატესად, მდინარეების, რიონისა და ყვირილას აუზში ცხოვრობდა. იქ მრავლად არის ბუნებრივი გამოქვაბულები, რაც საცხოვრებლად გამოიყენებოდა.
თანდათან იხვეწებოდა ქვის დამუშავების ტექნიკა. ჩნდებოდა ახალი იარაღები: საფხეკები, საჭრისები, დანები, ფართოდ გამოიყენებოდა ძვლის და რქის იარარები. იარაღები მზადდებოდა ოფსიდიანისაგანაც.
თავად ადამიანის საზოგადოებრივი ცხოვრების წესიც იცვლებოდა. იქმნება ადამიანთა უფრო მყარი გაერთიანებები და იკვეთება ის ერთადერთი ნიშანი, რომლის მიხედვითაც ხდება გაერთიანება. ეს არის სისხლით ნათესაობა. ერთიანდებიან ნათესავები, ერთი გვარის წამომადგენლები. პირველყოფილი ჯოგი ადგილს უთმობს გვაროვნულ თემს. გვარში წამყვანი როლი ქალს ეკუთვნოდა და ნათესაობაც დედის მხრიდან გადადიოდა. ამას განაპირობებდა რამდენიმე მიზეზი: ოჯახის არარსებობა, შემგროვებლურ მეურნეობაში ქალის წამყვანი როლი. სანადიროდ წასული მამაკაცები შეიძლება რამდენიმე დღეს არ დაბრუნებულიყვნენ. ამ დროს ყველაფერს ქალები აკეთებდნენ. მათი საქმიანობა უფრო შემოსავლიანი იყო, რადგან ტყეში ნაყოფის მოძებნა ყოველთვის შეიძლებოდა, ნადირობისას კი მამაკაცს შეიძლებოდა ხელი მოსცარვოდა. კაცობრიობის ისტორიაში ამ პერიოდს მატრიარქატი ანუ დედამთავრული გვარი ეწოდება.
უკვე პალეოლითის ხანაში ჩნდება პირველი რელიგიური წარმოდგენები. ისინი ძალიან მარტივი იყო და ძირითადად ბუნებრივ მოვლენებს უკავშირდებოდა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ კავკასიაში გავრცელებული იყო ე. წ ,,დათვის კულტი’’. შენიშნულია, რომ ზოგიერთ გამოქვაბულში დათვის თავის ქალები საგანგებოდ გამორჩეულ ადგილებზე ელაგა. ამავე პეროდში ჩაისახა ხელოვნებაც. ადამიანი იწყებს პრიმიტიულ ხატვას, ძერწვას.
ზედა პალეოლითის შემდეგ იწყება მეზოლითის ხანა, რომელიც 8-6 ათასი წლის წინ დამთავრდა. მეზოლითის დროს ყალიბდება ის გეოგრაფიული გარემო და ლანდშაფტი, რომელიც დღეს არსებობს. კავკასიაში იწყება დათბობა, რაც ხელს უწყობდა ადამიანის განსახლების არეალის გაფართოებას, კვლავ მიმდინარეობდა მთის ზოლის ათვისება.
მეზოლითის აგრძელებს ნეოლითის ხანა. სწორედ ამ დროს ხდება უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ადამიანის ცხოვრების წესში. იწყება მწარმოებლური მეურნეობის განვითარება, საფუძველი ეყრება მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას. ადმიანი უკვე მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი ხდება საკვებით და აღარ არის დამოკიდებული შემთხვევითობაზე.
მიწას ამუშავებენ ქვის თოხით, ხის საჩიჩქნით, რქით. მოსავლის აღებისას იყენებენ კაჟისაგან დამზადებულ ნამგლის პირებს. სავარაუდოა, რომ ძირითადი მარცვლეული კულტურა იმ დროისათვის ფეტვია. მოჰყავდათ ხორბალი და ქერიც. მიწათმოქმედების განვითარება თავისთავად მოითხოვდა ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლას. გაჩნდა სოფლის ტიპის სამოსახლოები. იწყება პრიმიტიული საცხოვრებლების აგება. კიდევ უფრო უმჯობესდება ქვის დამუშავება. შესაძლებელი ხდება ქვის გახვრეტა, გახერხვა, გაპრიალება და გახეხვა. საფუძველი ეყრება მეთუნეობას. განსაკუთრებით ვითარდება ეს დარგი სამეთუნეო დაზგის გამოგონების შემდეგ. სულ უფრო ფართოდ გამოიყენება თიხისაგან დამზადებული ჭურჭელი. ადამიანმა ისწავლა რთვა და ქსოვა.
მეურნეობის განვითარება და საარსებო პირობების გაუმჯობესება იწვევდა მოსახლეობის რაოდენობრივ ზრდას. ადამიანი სულ უფრო მეტ ტერიტორიაზე სახლდებოდა.
ნეოლითურ ხანის ძეგლები, ძირითადად, დასავლეთ საქართველოშია აღმოჩენილი. კერძოდ, ასეთი ძეგლები გვხვდება: ხუცუბანში, ანასეულში, ქობულეთში, თეთრამიწაში. აღმოსავლეთ საქართველოში ადამიანი ინტენსიურად სახლდება ნეოლითის ბოლო ეტაპზე, როდესაც იწყება ადრესამიწათმოქმედო კულტურის განვითარება.

![]() |

ქართული დამწერლობა
ქართული დამწერლობა
ქართული დამწერლობა — ანბანური დამწერლობა რომელსაც იყენებს ქართული ენა და მისი მონათესავე ქართველური ენები, ასევე დროგამოშვებით სხვა კავკასიური ენებიც (მათ შორის ოსური და აფხაზური ენები 1940-იან წლებში). თანამედროვე ქართულ ანბანს 33 ასო აქვს, ძველ ანბანში კი 38 ასო-ნიშანი იყო, რომელთაგან ხუთი თანამედროვე ქართულში აღარ გამოიყენება.
ქართული დამწერლობის შემოღების თარიღზე მიმანიშნებელი ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი წყარო არ არსებობს. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი მას ფარნავაზ I-ს მიაწერს, ძვ. წ. III საუკუნეში, თუმცა ამის დამადასტურებელი უფრო ადრინდელი საბუთი არ არის.[2] ქართული ლიტერატურის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლი „შუშანიკის წამება“[3] (V საუკუნე) მიანიშნებს, რომ მის დაწერამდე უნდა არსებულიყო განვითარებული წერილობითი კულტურა. ამასთან, პროფესორ რევაზ ბარამიძის მიერ 1990-იანი წლების დამდეგს დადასტურებულია, რომ „ქართლის ცხოვრებაში“ ჩართული „ცხოვრება ფარნავაზისი“ არის ფარნავაზის თანამედროვე ჟამთააღმწერლის მიერ შექმნილი თხზულება, თუმცა ეს ფაქტი ამ პერიოდში ქართული დამწერლობის არსებობას ვერ ადასტურებს.
ბოლო დრომდე, არქეოლოგიური მონაცემებით ქართული ანბანის შექმნას ახ. წ. IV—V საუკუნეებს უკავშირებდნენ (დავათის სტელის ასომთავრული წარწერა (ახ. წ. IV საუკუნე) და ბოლნისის სიონისასომთავრული წარწერა (492—493 წწ)). აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის ხელმძღვანელობით ნეკრესში (კახეთი) 1
990-იან და 2000—2003 წლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოპოვებული მასალები იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ქართული ანბანი უფრო ადრე უნდა ყოფილიყო შექმნილი.[4]
1940 წელს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მცხეთა-არმაზში ნაპოვნია დამწერლობის რამდენიმე ანტიკური ძეგლი. წარწერები შესრულებულია ბერძნულ ენაზე. იქვეა უცნობ ალფავიტზე შესრულებული რამდენიმე ნიშანი, რომლებიც პავლე ინგოროყვას მოსაზრებით ქართული ასომთავრული დამწერლობის უძველესი ნუმუშები უნდა იყოს[5].
არსებობს ქართული დამწერლობის შექმნის სომხური ისტორიული წყაროების გადმოცემაც, რომელიც სომხურ და ალბანურ ანბანებთან ერთად, ქართულის შექმნასაც V საუკუნის სომეხ ისტორიკოს მესროპ მაშტოცს მიაწერს. ეს ცნობა დაცულია V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, კორიუნის თხზულებაში ”მაშტოცის ცხოვრება და მოღვაწეობა”. ივანე ჯავახიშვილმა შეისწავლა კორიუნის ეს თხზულება, და დაასკვნა, რომ მესროპის მიერ ქართული ანბანის შექმნის ვერსია VI საუკუნის ჩანართია. ამასთან, V საუკუნის სომეხი ისტორიკოსი ლაზარი პარფელი მაშტოცს მხოლოდ სომხური ანბანის შემქმნელად მიიჩნევს.
სომხურსა და ქართულ ანბანებს შორის მსგავსებებთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი სხვაობა არსებობს: ქართული და სომხური დამწერლობები შედგენილია ასოთა მიმდევრობის სხვადასხვა სისტემით — ქართული ანბანის პირველი ნაწილი ემთხვევა ბერძნული ანბანის ასოთა განლაგებას, ხოლო ქართულისთვის დამახასიათებელი ასოები ანბანის ბოლოშია თავმოყრილი (ღ, ყ, შ, ჩ, ც, ძ, წ, ჭ, ხ, ჯ, ჰ), სომხურ ანბანში კი, სომხური ენისთვის დამახასიათებელი ასოები ძირითად ანბანურ ასოებს შორის არის გაფანტული.[6] ამდენად, სომხური და ქართული ანბანების ასოთა რიგი ერთმანეთს არ ემთხვევა; განსხვავდება ასოთა სახელები და მათი რიცხვითი მნიშვნელობები, რომლებიც, რ. პატარიძის და ივ. ჯავახიშვილის აზრით, ქართული ანბანის სომხურიდან წარმოშობის შემთხვევაში ერთმანეთს დაემთხვეოდა.[7][8]მიუხედავად ამისა, ქართულ ასომთავრულსა და სომხურ ერკათაგირს შორ
ის მართლაც არის დიდი მსგავსება გრაფიკაში. ერკათაგირიც ასომთავრულის მსგავსად ორ ხაზოვან სისტემაში იწერება და მისი ასო–ნიშნები ხაზებისა და წრეების (რკალების) კომბინაციითაა მიღებული. გარდა ერკათაგირისა, ქართულ ნუსხურს სტილისტურად და გრაფიკულად ჰგავს ერკათაგირის შემდგომი სახე — ბოლორგირი. ბოლორგირში, ისევე როგორც ქართულ ნუსხურში, ასოებს კუთხოვანი ფორმა აქვს, მარცხნიდან მარჯვნივაა დახრილი და ვერტიკალური ხაზები ჰორიზონტალურთან შედარებით სქელია. თუმცა, გრაფიკული და სტილისტური მსგავსებით მტკიცება მათ საერთო შემქმნელზე მხოლოდ ვარაუდია. ამ თეორიას ასუსტებს ბოლო დროს არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი ასომთავრულის უძველესი ნიმუშები, რომლებიც სავარაუდოდ გაცილებით ადრეულ ხანას განეკუთვნება (ნეკრესისა (ახ. წ. I ს) და დავათის (IV ს) წარწერები), ვიდრე თავად მესროპ მაშტოცის მოღვაწეობის ხანა (V ს).Monday, November 30, 2015
ბაგრატის ტაძარი
ბაგრატის ტაძარი
ბაგრატის ტაძარი — ღვთისმშობელის მიძინების სახელობის ტაძარი, აგებული 1003 წელს, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში, ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე. ძეგლი წარმოადგენს ქართული შუასაუკუნეების საეკლესიო არქიტექტურაში საეტაპო მნიშვნელობის ტაძარს, როგორც თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით, ასევე ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობითაც.არქიტექტურა[რედაქტირება]ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა, ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, შიგნით კი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს) - ნახევარწრიული აფსიდებით იყო დასრულებული. შიგნითვე დასავლეთის მკლავს შემოუყვებოდა პატრონიკე - გალერეა, სადაც წირვა-ლოცვისა და დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი და დიდებულები იდგნენ. საკურთხევლის ორსავ მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. მშენებლობის დამთავრებამდე ძეგლს ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI საუკუნის I ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭები მიაშენეს.
ბაგრატის ტაძარი 1838 წელი
ბაგრატის ტაძარი 1877 წელი
ბაგრატის ტაძარი 1880 წელი
Sunday, November 29, 2015
როგორ შეიქმნა ინტერნეტი?
როგორ შეიქმნა ინტერნეტი?
1969 წელს, აშშ-ს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში სამხედრო პროგრამების დაჩქარებისა და კორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა პირველი კომპიუტერული ქსელი ARPA Net, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში განთავსებული 4 კომპიუტერი. ეს რევოლიციური ტექნოლოგია იმდენად მოხერხებული აღმოჩნდა, რომ სამხედროების წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ ქსელში დაშვებული იქნე, ჯერ მსხვილი ლაბორატორები, ხოლო შემდეგ უმაღლესი სასწავლებლებიც. ამან გამოიწვია ათასობით კომპიუტერის ერთიან ქსელში ჩართვა. ცხადია,რომ ასეთ ვითარებაში სამხედრო საიდუმლოების დაცვის გარანტიას ვერავინ იძლეოდა და ARPANet ორად გაიყო. სამხედროებმა დაიტოვეს მათთვის საჭირო ნაწილი,ხოლო დანარჩენი გადაეცა საერთაშჴრისო საზოგადოებას და ამ მომენტიდან წარმოიშვა ინტერნეტი.
დასაწყისისთვის ინტერნეტით მხოლოდ სპეციალისტები სარგებლობდნენ. 1988 წელს შემუშავდა World Wide Web (www)-ერთიანი საინფორმაციო ქსელის ტექნოლოგია,რომელმაც გააერთიანა ყველა არსებული ინფორმაცია ერთიან ჰიპერტექსტურ სივრცეში,რომელსაც 1990 წელს დაემატა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ინტერნეტ-გვერდების შექმნის,განთავსებისა და დათვარიელების ტექნოლოგია. ამ სიახლეების მიღების შემდეგ, ინტერნეტმე მიიღო დღევანდელი სახე და გახდა ყველაზე მსხვილი და ხელმისაწვდომი მასობრივი კომუნიკაციის საშუალება..
ინტერნეტის ერთი საოცარი თვისებათაგანია ის,რომ მას არ ჰყავს პატრონი ან ცენზურა. რა თქმა უნდა ზოგიერთ ტოტალიტარულ ქვეყანაში იყო ინტერნეტზე ცენზურის დადებისა და მისი გაკონტროლების მცდელობა,მაგრამ მსოფლიო მასშტაბით ინტერნეტი თავისუფალია. რა თქმა უნდა მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით,ადგილობრივი პროვაიდერები გარკვეული ზნეობრივი და ზოგ შემთვევაში,სამოქალაქო კოდექსის გათვალისწინებით აღკვეთენ მათ სერვერზე პორნოგრაფიული,რასისტული ხასისთის და ძალადობისკენ მიმარტული მასალების განთავსების მცდელობას. ამასთან ერთად მომხმარებელს აქვს საშუალება ე.წ. ფილტრების საშუალებით შეზღუდოს საკუთარ კომპიუტერში არასასურველი ინფორმაციისა და ვიდეო მასალის მიღება.
ინტერნეტი საუკეთესო საშუალებაა ადამიანებთან ურთიერთდასაკავშირებლად, ინტერნეტის ყველაზე ფართოდ გავრცელებული შესაძლებლობებია:
ელექტრონული ფოსტა-ეს არის მეთოდი,რომლის მეშვეობითაც ხდება შეტყობინებების გაგზავნა ინტერნეტით სხვა პიროვნებისადმი.
მსოფლიო ვებ ქსელი-ეს არის ინფორმაციის უზარმაზარი ბაზა,რომელიც შეიცავს ტექსტებს,ფოტოებს,ფილმებს,ვიდეო ჩანაწერებს. მისი ნახვა შესაძლებელია ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერით,
ჩეთი-ეს არის საუბარი,რომლითაც ესაუბრები ნებისმიერ ადამიანს…

სვანეთი
მოკლე ინფორმაცია:
სვანეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. ისტორიულ სვანეთში შედიოდა აგრეთვე ე. წ. აფხაზეთის სვანეთი (მდინარე კოდორის ზედა ნაწილი), სამეგრელოს, ზემო რაჭისა და ლეჩხუმის მოსაზღვრე რეგიონები.
ადრინდელ საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ ეგრისის სამეფოსი. XI-XV საუკუნეებში ერთიანი საქართველოს საერისთავო იყო. როდესაც საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად, სვანეთიც რამდენიმე ნაწილად გაიყო: თავისუფალ, სადადეშქელიანო და სადადიანო სვანეთად.
ამჟამად სვანეთი ორ ნაწილად იყოფა, ზემო და ქვემო სვანეთად. მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატფარის ზეკარით. ზემო სვანეთი შეიცავს მდინარე ენგურის ხეობას სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე, ხოლო ქვემო სვანეთი — ცხენისწყლის ხეობას სათავიდან მურის ხიდამდე (ქ. ცაგერის სიახლოვეს).
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ზემო სვანეთი შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის რაიონში, ქვემო სვანეთი — რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის რაიონში. სვანეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია, კერძოდ მათი ეთნოგრაფიული ჯგუფი — სვანები.
სვანები
სვანები – ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ სვანეთში, მესტიისა და ლენტეხის რაიონებში, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში (დალის ხეობა, ისტორიული მისიმიანეთი, იგივე აფხაზეთის სვანეთი). სვანი ეკომიგრანტები დღეს საქართველოს ბევრ რეგიონშია ჩასახლებული: იმერეთი, ქვემო ქართლი, კახეთი. სვანურ ტომებს წარსულში უზარმაზარი ტერიტორია ეკავათ დიდი კავკასიონის როგორც სამხრეთ კალთებზე, ასევე ჩრდილოეთში (მდინარე ყუბანის ზემო წელში). სვანური ტომები ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო, რომლის საფუძველზე მოხდა თანამედროვე ქართველი ხალხის ფორმირება. წარსულში სვანებს ახასიათებდათ კულტურისა და ყოფის ლოკალური თავისებურებები, როგორებიც იყო კოშკური არქიტექტურის ორიგინალური ფორმები, ალპური მეურნეობის განვითარება, სამხედრო დემოკრატიის გადმონაშთები და სხვა. სვანების დიდი ნაწილი ორენოვანია: ისინი საუბრობენ ქართულ ენაზე, ხოლო ყოველდღიურ ყოფაში იყენებენ სვანურს, რომელიც ქართველურ ენებს მიეკუთვნება. ამჟამად საქართველოში
მცხოვრები დაახლოებით 3.600.000 ქართველიდან დაახლოებით 80.000 ქართველი, სვანური ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენელია.![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEgFx42YVWTgiC0psowQA9gEKAeZwEzqAzLBGz2yOtU_WHKJsAE7c7GK3zky81paS7XTfwjvTKyCi3iw0r8s8uBwvwO6zpcZDyId118yxP40rdlII2vsmoTxaGdKoMKqb2QSFLamEkbKWco/s400/a24172.jpg)
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEgFx42YVWTgiC0psowQA9gEKAeZwEzqAzLBGz2yOtU_WHKJsAE7c7GK3zky81paS7XTfwjvTKyCi3iw0r8s8uBwvwO6zpcZDyId118yxP40rdlII2vsmoTxaGdKoMKqb2QSFLamEkbKWco/s400/a24172.jpg)
პეიზაჟები, რომელთა ფონზეც შუასაუკუნეების თავგადასავლები განვითარდებოდა
სვანეთი – კავკასიის პირველყოფილი და წმინდა მიწა. 5 000 მეტრის სიმაღლეზე აკიდულ მწვერვალებს შორის შეყუჟული მწვანე სოფლები მთელი ზამთრის განმავლობაში, სამყაროს მოწყვეტილები არიან. საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან, ამ ბუნებრივ ციხე-სიმაგრეს, ტრანსპორტით 11 საათიანი მოგზაურობის და დაღარული გზის გავლის შემდეგ მიადგები. პეიზაჟები თითქოს შუასაუკუნეებზე გადაღებული ფილმის კადრებიდანაა. 12 000-მდე სვანი საქართველოს 17 სოფელსა და 72 დასახლებულ პუნქტში ცხოვრობს. შესასვლელებში დიდი ძაღლები ყეფენ. ქათმები, ტახები და ხარები ტალახიან გზებზე მოძრაობენ. ქალები შავებში არიან გამოწყობილები. საუკუნეების განმავლობაში სწორედ აქ, ქვეყნის დასალიერისკენ მიისწრაფვოდნენ კავკასიელები, რომ თავიანთი ძვირფასეულობა – ბიზანტიელთა, ოტომანთა, სხვადასხვა იმპერიათა და ბოლშევიკთა შემოსევებისგან გადაერჩინათ… მეფეები საგანძურს აქ აგზავნიდნენ და ბრძოლებში გამარჯვების შემთხვევაში, ისევ იბრუნებდნენ.
სვანებმა საკუთარი მამა-პაპისეული ქონების დაცვა იციან. ისინი კეთილგანწყობილად გიღებენ კარს და ერთი ჭიქა ჭაჭის (ადგილობრივი ალკოჰოლური სასმელი) დალევის შემდეგ, ამ ისტორიული პასუხისმგებლობის შესახებაც გიამბობენ. მურთაზის მეზობლის, ლატალის ძველი გამგებლის ვალერი კვანჭიანის სახლში, მისი მეუღლე და ქალიშვილი რეკორდულ დროში გიწყობენ სუფრას. “ჩვენ საკუთარი ენა, სვანური შევინარჩუნეთ. იცით მისი ერთ-ერთი ღირსება რა არის?” – კითხულობს ის და თან ხაჭაპურს (ადგილობრივი ყველის ორცხობილა) მიირთმევს – “ეს ერთადერთი ენაა, სადაც უწმაწური სიტყვები არ არის, თორემ ერთმანეთს დავხოცავდით. რეგიონში ლამის იმდენი იარაღია, რამდენი ცხოველიცაა” – ხუმრობს ეს სამოცი წლის კეთილშობილი კაცი. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ სვანეთი უსამართლობისა და უკანონობის, მძარცველთა და კრიმინალთა სათარეშო ადგილად იქცა.
Subscribe to:
Posts (Atom)