Monday, November 30, 2015

ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძარი — ღვთისმშობელის მიძინების სახელობის ტაძარი, აგებული 1003 წელს, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში, ქუთაისშიუქიმერიონის გორაზე. ძეგლი წარმოადგენს ქართული შუასაუკუნეების საეკლესიო არქიტექტურაში საეტაპო მნიშვნელობის ტაძარს, როგორც თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით, ასევე ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობითაც.არქიტექტურა[რედაქტირება]ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა, ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, შიგნით კი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს) - ნახევარწრიული აფსიდებით იყო დასრულებული. შიგნითვე დასავლეთის მკლავს შემოუყვებოდა პატრონიკე - გალერეა, სადაც წირვა-ლოცვისა და დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი და დიდებულები იდგნენ. საკურთხევლის ორსავ მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. მშენებლობის დამთავრებამდე ძეგლს ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI საუკუნის I ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭები მიაშენეს.

ბაგრატის ტაძარი 1838 წელი
ბაგრატის ტაძარი 1877 წელი
ბაგრატის ტაძარი 1880 წელი

Sunday, November 29, 2015

როგორ შეიქმნა ინტერნეტი?

როგორ შეიქმნა ინტერნეტი?


1969 წელს, აშშ-ს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში სამხედრო პროგრამების დაჩქარებისა და კორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა პირველი კომპიუტერული ქსელი ARPA Net, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში განთავსებული 4 კომპიუტერი. ეს რევოლიციური ტექნოლოგია იმდენად მოხერხებული აღმოჩნდა, რომ სამხედროების წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ ქსელში დაშვებული იქნე, ჯერ მსხვილი ლაბორატორები, ხოლო შემდეგ უმაღლესი სასწავლებლებიც. ამან გამოიწვია ათასობით კომპიუტერის ერთიან ქსელში ჩართვა. ცხადია,რომ ასეთ ვითარებაში სამხედრო საიდუმლოების დაცვის გარანტიას ვერავინ იძლეოდა და ARPANet ორად გაიყო. სამხედროებმა დაიტოვეს მათთვის საჭირო ნაწილი,ხოლო დანარჩენი გადაეცა საერთაშჴრისო საზოგადოებას და ამ მომენტიდან წარმოიშვა ინტერნეტი.
დასაწყისისთვის ინტერნეტით მხოლოდ სპეციალისტები სარგებლობდნენ. 1988 წელს შემუშავდა World Wide Web (www)-ერთიანი საინფორმაციო ქსელის ტექნოლოგია,რომელმაც გააერთიანა ყველა არსებული ინფორმაცია ერთიან ჰიპერტექსტურ სივრცეში,რომელსაც 1990 წელს დაემატა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ინტერნეტ-გვერდების შექმნის,განთავსებისა და დათვარიელების ტექნოლოგია. ამ სიახლეების მიღების შემდეგ, ინტერნეტმე მიიღო დღევანდელი სახე და გახდა ყველაზე მსხვილი და ხელმისაწვდომი მასობრივი კომუნიკაციის საშუალება..

ინტერნეტის ერთი საოცარი თვისებათაგანია ის,რომ მას არ ჰყავს პატრონი ან ცენზურა. რა თქმა უნდა ზოგიერთ ტოტალიტარულ ქვეყანაში იყო ინტერნეტზე ცენზურის დადებისა და მისი გაკონტროლების მცდელობა,მაგრამ მსოფლიო მასშტაბით ინტერნეტი თავისუფალია. რა თქმა უნდა მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით,ადგილობრივი პროვაიდერები გარკვეული ზნეობრივი და ზოგ შემთვევაში,სამოქალაქო კოდექსის გათვალისწინებით აღკვეთენ მათ სერვერზე პორნოგრაფიული,რასისტული ხასისთის და ძალადობისკენ მიმარტული მასალების განთავსების მცდელობას. ამასთან ერთად მომხმარებელს აქვს საშუალება ე.წ. ფილტრების საშუალებით შეზღუდოს საკუთარ კომპიუტერში არასასურველი ინფორმაციისა და ვიდეო მასალის მიღება.
ინტერნეტი საუკეთესო საშუალებაა ადამიანებთან ურთიერთდასაკავშირებლად, ინტერნეტის ყველაზე ფართოდ გავრცელებული შესაძლებლობებია:

ელექტრონული ფოსტა-ეს არის მეთოდი,რომლის მეშვეობითაც ხდება შეტყობინებების გაგზავნა ინტერნეტით სხვა პიროვნებისადმი.

მსოფლიო ვებ ქსელი-ეს არის ინფორმაციის უზარმაზარი ბაზა,რომელიც შეიცავს ტექსტებს,ფოტოებს,ფილმებს,ვიდეო ჩანაწერებს. მისი ნახვა შესაძლებელია ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერით,

ჩეთი-ეს არის საუბარი,რომლითაც ესაუბრები ნებისმიერ ადამიანს…

სვანეთი

მოკლე ინფორმაცია:

სვანეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. ისტორიულ სვანეთში შედიოდა აგრეთვე ე. წ. აფხაზეთის სვანეთი (მდინარე კოდორის ზედა ნაწილი), სამეგრელოს, ზემო რაჭისა და ლეჩხუმის მოსაზღვრე რეგიონები.
ადრინდელ საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ ეგრისის სამეფოსი. XI-XV საუკუნეებში ერთიანი საქართველოს საერისთავო იყო. როდესაც საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად, სვანეთიც რამდენიმე ნაწილად გაიყო: თავისუფალ, სადადეშქელიანო და სადადიანო სვანეთად.
ამჟამად სვანეთი ორ ნაწილად იყოფა, ზემო და ქვემო სვანეთად. მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატფარის ზეკარით. ზემო სვანეთი შეიცავს მდინარე ენგურის ხეობას სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე, ხოლო ქვემო სვანეთი — ცხენისწყლის ხეობას სათავიდან მურის ხიდამდე (ქ. ცაგერის სიახლოვეს).
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ზემო სვანეთი შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის რაიონში, ქვემო სვანეთი — რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის რაიონში. სვანეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია, კერძოდ მათი ეთნოგრაფიული ჯგუფი — სვანები.



სვანები

სვანები – ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ სვანეთში, მესტიისა და ლენტეხის რაიონებში, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში (დალის ხეობა, ისტორიული მისიმიანეთი, იგივე აფხაზეთის სვანეთი). სვანი ეკომიგრანტები დღეს საქართველოს ბევრ რეგიონშია ჩასახლებული: იმერეთი, ქვემო ქართლი, კახეთი. სვანურ ტომებს წარსულში უზარმაზარი ტერიტორია ეკავათ დიდი კავკასიონის როგორც სამხრეთ კალთებზე, ასევე ჩრდილოეთში (მდინარე ყუბანის ზემო წელში). სვანური ტომები ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო, რომლის საფუძველზე მოხდა თანამედროვე ქართველი ხალხის ფორმირება. წარსულში სვანებს ახასიათებდათ კულტურისა და ყოფის ლოკალური თავისებურებები, როგორებიც იყო კოშკური არქიტექტურის ორიგინალური ფორმები, ალპური მეურნეობის განვითარება, სამხედრო დემოკრატიის გადმონაშთები და სხვა. სვანების დიდი ნაწილი ორენოვანია: ისინი საუბრობენ ქართულ ენაზე, ხოლო ყოველდღიურ ყოფაში იყენებენ სვანურს, რომელიც ქართველურ ენებს მიეკუთვნება. ამჟამად საქართველოში 

მცხოვრები დაახლოებით 3.600.000 ქართველიდან დაახლოებით 80.000 ქართველი, სვანური ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენელია.


პეიზაჟები, რომელთა ფონზეც შუასაუკუნეების თავგადასავლები განვითარდებოდა



სვანეთი – კავკასიის პირველყოფილი და წმინდა მიწა. 5 000 მეტრის სიმაღლეზე აკიდულ მწვერვალებს შორის შეყუჟული მწვანე სოფლები მთელი ზამთრის განმავლობაში, სამყაროს მოწყვეტილები არიან. საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან, ამ ბუნებრივ ციხე-სიმაგრეს, ტრანსპორტით 11 საათიანი მოგზაურობის და დაღარული გზის გავლის შემდეგ მიადგები. პეიზაჟები თითქოს შუასაუკუნეებზე გადაღებული ფილმის კადრებიდანაა. 12 000-მდე სვანი საქართველოს 17 სოფელსა და 72 დასახლებულ პუნქტში ცხოვრობს. შესასვლელებში დიდი ძაღლები ყეფენ. ქათმები, ტახები და ხარები ტალახიან გზებზე მოძრაობენ. ქალები შავებში არიან გამოწყობილები. საუკუნეების განმავლობაში სწორედ აქ, ქვეყნის დასალიერისკენ მიისწრაფვოდნენ კავკასიელები, რომ თავიანთი ძვირფასეულობა – ბიზანტიელთა, ოტომანთა, სხვადასხვა იმპერიათა და ბოლშევიკთა შემოსევებისგან გადაერჩინათ… მეფეები საგანძურს აქ აგზავნიდნენ და ბრძოლებში გამარჯვების შემთხვევაში, ისევ იბრუნებდნენ.
სვანებმა საკუთარი მამა-პაპისეული ქონების დაცვა იციან. ისინი კეთილგანწყობილად გიღებენ კარს და ერთი ჭიქა ჭაჭის (ადგილობრივი ალკოჰოლური სასმელი) დალევის შემდეგ, ამ ისტორიული პასუხისმგებლობის შესახებაც გიამბობენ. მურთაზის მეზობლის, ლატალის ძველი გამგებლის ვალერი კვანჭიანის სახლში, მისი მეუღლე და ქალიშვილი რეკორდულ დროში გიწყობენ სუფრას. “ჩვენ საკუთარი ენა, სვანური შევინარჩუნეთ. იცით მისი ერთ-ერთი ღირსება რა არის?” – კითხულობს ის და თან ხაჭაპურს (ადგილობრივი ყველის ორცხობილა) მიირთმევს – “ეს ერთადერთი ენაა, სადაც უწმაწური სიტყვები არ არის, თორემ ერთმანეთს დავხოცავდით. რეგიონში ლამის იმდენი იარაღია, რამდენი ცხოველიცაა” – ხუმრობს ეს სამოცი წლის კეთილშობილი კაცი. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ სვანეთი უსამართლობისა და უკანონობის, მძარცველთა და კრიმინალთა სათარეშო ადგილად იქცა.